რეგიონი
ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობა სურს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობას აპირებს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში კენჭს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატი, იყრის და არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, რადგან ეს მხოლოდ  ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ყოველდღიურად ვეცნობი ქალაქში არსებულ ვითარებას და ვსწავლობ მას. ვფიქრობ, რა არის გასაკეთებელი და რა შეიძლება გაკეთდეს, ბევრი კარგი რამის გაკეთება მინდა ჩემი ქალაქისთვის“, - თქვა მან რადიო „ათინათთან“.

სიჭინავა ამბობს, რომ ქალაქის მერი პოლიტიკური პირი არ უნდა იყოს, თუმცა ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მერი უნდა იყოს მენეჯერი. მან უნდა მართოს ქალაქის ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები და ასე შემდეგ. ვიცი, რომ ირაკლი გოგოხია ბევრს აკეთებს ქალაქისთვის, თუმცა მოწინააღმდეგებიც ჰყავს“, - აღნიშნა სიჭინავამ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.