სოფელ ცაცხვის ტერიტორიაზე მინდორში მკვდარი პირუტყვი იხრწნება (ვიდეო)
16:42 / 03.03.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, დასახლებული
ტერიტორიისგან მოშორებით არსებულ მინდორზე,მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეში და ძვლებია
მიმოფანტული. ადგილობრივი ფერმერების ვარაუდით, შესაძლოა,
პირუტყვი ბოლო პერიოდში მათთვის უცნობი დაავადებისგან დაეცა. ამასთან,
ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქონელი მტაცებელი ცხოველების ან
ძაღლების მიერ იყოს დაგლეჯილი.
ამ ტერიტორიიდან, დაახლოებით, ერთ კილომეტრში რეგიონული ნაგავსაყრელია
მოწყობილი, სადაც ძაღლები მრავლად არიან. ნაგავსაყრელის
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აქ ძაღლები მოსახლეობას სპეციალურად
მოჰყავს.
აღნიშნულ ადგილზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ, თუმცა, მათი თქმით, დავარდნილი
ცხოველებისგან ნიმუშების აღება ვერ შეძლეს.
"ვიყავით და დავათვალიერეთ ის ადგილი, თუმცა უკვე აღარ არის ის
სიტუაცია, რომ ჩვენ შევძლოთ ნიმუშის აღება. ეტყობა, ცხოველი დიდი ხნის
დაცემულია...ერთ-ერთი მსხვილფეხა საქონლისგან შეიძლებოდა, თუმცა იქ
მყოფმა ძაღლებმა არ მიგვიშვეს", - განაცხადა სურსათის ეროვნული
სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის
მოადგილემ ბაჩო ჟვანიამ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა კვლევას ვერ აწარმოებენ,
რადგან ამისთვის მოსახლეობის ან სხვა შესაბამისი უწყების მიმართვაა
საჭირო.
"ზუგდიდდასუფთავების" დირექტორის მოადგილის თენგიზ გოგოლიშვილის
თქმით, მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად,
ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებდა.
"ხვალ ან ზეგ წავალთ და გავეცნობით სიტუაციას. ამის შესახებ დღემდე
არაფერი ვიცოდით", - აღნიშნა მან.
დაცემულ ცხოველებთან დაკავშირებით ინფორმაციას არც სოფლის გამგებელი
ნონა ესებუა ფლობდა. ის ამბობს, რომ მოსახლეობამ მას გასულ ზაფხულს,
მხოლოდ მგლების შემოსევის გამო მიმართა და ამჟამად ცხოველების დაცემის
გამომწვევი მიზეზები მისთვის უცნობია. სოფლის გამგებელი აღნიშნული
ტერიტორიის დათვალიერებას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში,
დახმარების თხოვნით შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები