რეგიონი
ანდრო დადიანის პერფორმანსი ლგბტ თემაზე ზუგდიდში
"თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში ლგბტ თემატიკაზე ანდრო დადიანის პერფორმანსი სახელწოდებით "ბალიშის პირი" გაიმართა. წარმოდგენით გამოხატული იყო ის ემოცია და შიში, რომელსაც საკუთარი ორიენტაციის გამო ლგბტ თემის წარმომადგენლების ნაწილი განიცდის. საღამოზე ასევე მოისმინეს ანდრო დადიანის ლექსები, რომელიც ბალიშის ქვეშ მოთავსებული ხმის გამაძლიერებლიდან ისმოდა.



"თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ემზარ კვარაცხელია ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება რეგიონებში და განსაკუთებით ზუგდიდში მნშვნელოვანია, რადგან ჰომოფობია უნდა დაიძლიოს.



"ანდრო დადიანი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელსაც შიშსა და სტრესში უწევს ცხოვრობა. ეს მისი ფსევდონიმია,  სინამდვილეში ეს ადამიანი მალავს საკუთარ სახელს და გვარს. მას ეშინია, რომ თუ სხვა გაიგებს მის ორიენტაციას, მისი ოჯახი გახდება დაცინვის, კრიტიკის და ჩაგვრის მსხვერპლი. პერფორმანისთვის განსაკუთრებული გარემო მოვაწყვეთ. როგორც თვითონ ანდრო ამბობს, საკუთარი ოთახი ერთადერთი გარემოა სადაც მარტო რჩება, თავის ბალიშთან",- აღნიშნა კვარაცხელიამ.

ორგანიზაცია მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
24 / იანვარი 2025
აფხაზ ოპოზიციონერსა და ბიზნესმენს, ლევან მიქაას, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამის შესახებ რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან უსაფრთხოების ძალების წყაროებზე დაყრდნობით.
24 / იანვარი 2025
პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მას ზუგდიდის პოლიციიდან და
24 / იანვარი 2025
ზუგდიდში, დღეს, 24 იანვარს, 18:00 საათზე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ აქცია სახელწოდებით "თავისუფლება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.