ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობა და დისკრიმინაცია - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
17:59 / 14.06.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა უფლებების, ოჯახში
ძალადობისა და დისკრიმინაციის
საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას შინაგან საქმეთა
სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი
ბელა ფიფია, სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის
წარმომადგენელი მარიეტა ახვლედიანი და დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცი გაუძღვნენ.
მათ შეკრებილებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებსა და სამომავლო
გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შსს, ომბუდსმენის ოფისი, პარლამენტი,
მთავრობის კანცელარია, არასამთავრობო ორგანიზაციები - ყველა ის
უწყება, რომელსაც ეხება ან უნდა მოახდინოს რეაგირება მსგავს
შემთხვევებზე, ერთ ფორმატში განიხილავენ. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ
გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. საინტერესოა,
რომ მიმართვიანობის სტატისტიკა არის მზრდადი ანუ ცნობიერება გაზრდილია
და ადამიანებს ნაკლებად ეშინიათ საკუთარი პრობლემების დაფიქსირება,
თუმცა ეს საკმარისი არ არის", - აღნიშნა ხატისკაცმა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ
პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც, მათი თქმით, ამ კუთხით რეგიონში
არსებობს. "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის
კოორდინატორმა ემზარ კვარაცხელიამ თქვა, რომ საზოგადოებაში ნდობის
დეფიციტია, რაც, უმეტესად სამართალდამცველთა მიმართ უნდობლობით
გამოიხატება. გარდა ამისა, მისივე თქმით, საჯარო მოხელეები სხვადასხვა
სივრცეში ხშირად დისკრიმინაციული განცხადებებით გამოირჩევიან.
ამავე შეხვედრაზე საჯარო მოხეელებიც იმყოფებოდნენ. მერიის სოციალური
განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ იმ კრიზისულ ცენტრსა და მის
მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ცაიშში უნდა გაიხსნას. მან ასევე
აღნიშნა, რომ მერიის პროგრამის ფარგლებში, ოჯახური ძალადობის
მსხვერპლი ქალები ერთჯერად დახმარებას 800 ლარის ოდენობით იღებენ.
მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
ღონისძიებები ხორციელდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე
ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს
შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის
უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური
მხარდაჭერით. მისი მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი,
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო
და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.
ზუგდიდი მოლში ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია დრესარიუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა: Hackett; Lion of Porches და Pepe Jeans.
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყანაში 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩაატარა, რომელშიც დამოუკიდებლობას მოსახლეობის, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების 98%-მა დაუჭირა მხარი. ქვეყნის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები