ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში შემცირებაში 25 საჯარო მოხელე მოჰყვა
2019 წლის 12 სექტემბრიდან ზუგდიდის მერიაში 25 თანამშრომელი აღარ იმუშავებს. ისინი მობილობის პროცესში ჩაერთნენ, მანამდე კი მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობენ.  მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ამანათიძის ინფორმაციით, სულ შემცირებულია 37 საშტატო ერთეული, თუმცა თანამშრომლების ნაწილი სხვა ვაკანტურ პოზიციებზე გადაიყვანეს. 

„თუკი გამოჩნდა იგივე და ტოლფასი პოზიცია, ეს პირები რჩებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში და შესაბამისად,დაიკავებენ ამ პოსტებს სურვილის შემთხვევაში. ცვლილება ეხება თითქმის ყველა სამსახურსა და განყოფილებას. რაც შეეხება გაუქმებულ განყოფილებებს, თანამშრომლების ნაწილი სხვა პოზიციებზე განაგრძობს მუშაობას. შემცირება არ შეხებია არცერთი სამსახურის უფროსს, თუმცა ვაკანტურია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და არქიტექტურული სამსახურის, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის პოზიციები“, - აღნიშნა ამანათიძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის მიერ შემუშავებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი 25 ივლისს დაამტკიცა, რის მიხედვითაც, 12 სექტემბრიდან მერია ათის ნაცვლად ცხრა სამსახურით იმუშავებს. გაუქმდა ან ერთმანეთს შეუერთდა რამდენიმე განყოფილება.

პარალელურად, 171 ათასი ლარით შემცირდა სახელფასო ფონდი, თუმცა, ამავე დროს, პროფესიულ საჯარო მოხელეებს ხელფასები 50-დან 300 ლარამდე თანხით გაეზარდათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.