ახალი ამბები
ანაკლია-გონიოს აკვატორიაში რაპანას პოპულაციის სამეცნიერო კვლევა იგეგმება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, პირველად საქართველოს საზღვაო სივრცეში, შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას იწყებს. სამინისტროს ცნობით, ნიმუშებს წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე აიღებენ.

„რაპანა (Rapana venosa) შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.

რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რეგიონში რესურსის რაციონალური მენეჯმენტისთვის, რომლის საფუძველზე დადგინდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანას პოპულაციის, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომისა და ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.

რაპანას კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუაზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და პროექტის „BlackSea4Fish“-ის ფარგლებში ხორციელდება. კვლევაში, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა მიიღებს მონაწილეობას.

ექსპედიცია, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში განხორციელდება და ნიმუშების აღება მოხდება წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე. აღნიშნული კვლევა თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყოს გამოყენებით განხორციელდება, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა“, - აღნიშნულია უყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაპანა, რომელიც მტაცებელ მუცელფეხიანების გვარს მიეკუთვნება, თავს ესხმის სარეწაო მოლუსკებს და მათ დიდი ზიანს აყენებს. რაპანას ფეხი იჭმევა, ნიჟარას კი ესთეტიკული ღირებულება აქვს. ის პეტრე დიდის ყურესა და იაპონიის სანაპიროებთან ბინადრობს.XX საუკუნის 30-იან წლებში შავ ზღვაში გემებს შემოყვა და დიდი რაოდენობით გამრავლდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.