ახალი ამბები
მეგრულ-ლაზური და სვანური ენის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა
მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის პეტიცია შეიქმნა. მიზანი ამ ენებისთვის სტატუსის მინიჭებაა, რათა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს მათი დაცვა და განვითარება.

პეტიციის ადრესატები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და საქართველოს განათლების მინისტრი.

ამ დროისთვის, პეტიციას 175-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მისი ავტორია მწერალი გიორგი ჯიჭონაია.

"2021 წლის 14 აპრილს მთელმა საქართველომ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მიძღვნილი დედა ენის დღისადმი, სადაც ის მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეეხო მეგრული და სვანური ენების დღევანდელ მდგომარეობას, მათ ფაქტობრივ სტატუსს თანამედროვე საქართველოს პირობებში. ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ:

"ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს.

რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრული და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს.

ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!".

ჩვენ შევნიშნეთ, რომ მის მიერ გაჟღერებული აზრი და შენიშვნები იყო ადამიანურად გულწრფელი, ობიექტური და ღრმა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გამომდინარე აქედან ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერებმა გადავწყვიტეთ გულწრფელად მოვნიშნოთ ის ძირითადი პრობლემები რომელიც დაკავშირებულია საკითხის გარშემო განვითარებულ მრავალმხრივ პროცესებთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება სამეგრელოს და სვანეთს როგორც ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილს, მის აწმყოს, მომავალს და ქართული სახელმწიფოს ღირსეულ გზას 21 -ე საუკუნეში.

მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც აღმატებულ ტონში წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათასწლოვანი მეგრულ-ლაზური და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა. ისტორიული ბედუკუღმართობისა და სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ქართულ სახელმწიფოს და აკადემიურ წრეებს ვერ მიეცა საშუალება სათანადოდ ეზრუნა აღნიშნული საგანძურის დაცვისა და განვითარებისათვის. ეს ტენდენცია დღითიდღე უარესი და თვალშისაცემია იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებს არა აქვს ინსტიტუციონალური მხარდაჭერა, არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მის სტატუსს იმგვარად განსაზღვრავდა, რომ მასზე ზრუნვა დამოკიდებული იყოს არა კეთილ ადამიანთა კეთილ ნებაზე, არამედ გარანტირებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით.

მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებზე საუბრობს, ან საუბარი გაეგება, მილიონნახევრამდე საქართველოს მოქალაქეს, როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში. აქამდე არსებულმა მიდგომამ ის შედეგი გამოიღო, რომ მეგრულ და სვანურ ოჯახებში შვილებს და შვილიშვილებს არ ესაუბრებიან წინაპრების ენაზე, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ენაზე, რომელიც ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საამაყო ნაწილია. არ ესაუბრებიან, იმიტომ რომ, ამ ენებს არავითარი სტატუსი არა აქვს და ბუნებრივია, არავითარი პერსპექტივა, რის გამოც მათ აქტუალობა დაკარგეს და მივიწყების ზღვარზე არიან. მეგრული, ლაზური და სვანური ენების ასეთი სავალალო მდგომარეობა ყოვლად მიუღებელია ჩვენი რეგიონების და მთლიანად საქართველოს განათლებული და შეგნებული მოქალაქეებისთვის, საზიანოა მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ერის ერთიანობისთვის.

სიტუაციის აღწერა გაცილებით დრამატულადაც შეიძლება და სწორედ ამ სიტუაციაში, პრეზიდენტის განცხადება, ჩვენი აზრით უნდა იქცეს ამ სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების საფუძვლად და ათვლის წერტილად. სასიხარულოა, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფოს პირველ პირებს გაცნობიერებული აქვთ აღნიშნული პრობლემის სიმწვავე, ობიექტური და სუბიექტური ("ცრუ შიშები") მიზეზები და პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო გზების მოძიების აუცილებლობა.

პეტიციის ხელმომწერნი მოგმართავთ, თხოვნით ნუ დარჩება აღნიშნული განცხადება მხოლოდ კეთილ განზრახვად და მოგიწოდებთ საკითხი გადავიდეს აქტიურ ფაზაში. დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ფიქრი არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. ასევე მივმართავთ აკადემიურ წრეებს ჩაერთონ საკითხის განხილვაში", - ნათქვამია პეტიციის აღწერაში.

სალომე ზურაბიშვილმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო სკოლებში მეგრული და სვანური ენები არჩევით უნდა ისწავლებოდეს.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ბიზნეს საქმიანობის წამოწყება და მისი სწორად მართვა ის საქმეა, რომელზეც ბევრი ფიქრობს და მარტივიც ჰგონია, თუმცა სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება უამრავი მნიშვნელოვანი დეტალის განსაზღვრასა და თითოეული ნაბიჯის დაფიქრებულად და წინდახედულად გადადგმას მოითხოვს.
პირველი მოდელების გამოსვლიდან დღემდე, ტელევიზორმა უზარმაზარი ცვლილებები განიცადა და ყოველწლიურად სულ უფრო კარგი ხარისხისა და დიდი შესაძლებლობების მქონე მოდელებს გვთავაზობენ მწარმოებლები.
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფრის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2023
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთით მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
08 / დეკემბერი 2023
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება), გზის სავალი ნაწილი 8-დან 15 დეკემბრის ჩათვლით შევიწროვდება. შესაბამის ინფორმაციას საავტომობილო გზების
08 / დეკემბერი 2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობა სახანძრო-სამაშველო პუნქტის მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / დეკემბერი 2023
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.