ახალი ამბები
ახრა ავიძბას მომხრეებმა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, სოხუმში აქცია გამართეს
სოხუმში ახრა ავიძბას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავიძბას დაკავების ვადა, სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 მაისის 00 : 00 საათზე იწურება და შესაბამისად, ისინი მის გათავისუფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკრებილები "შს სამინისტროს" შენობის შესასვლელის გადაკეტვით და შიმშილობით იმუქრებოდნენ. უწყების წარმომადგენელთან, რობერტ კიუტთან გასაუბრების შემდეგ, აქციის მონაწილეებს რადიკალური ზომებისთვის არ მიუმართავთ, წერს "აიაირა". 

შეკრებილებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი დბარი შეხვდა, რომელმაც მათ განუცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებენ, თუ სასამართლო გადაწყვეტს ახრა ავიძბას გათავისუფლებას, ისინი მას გაათავისუფლებენ.

ახრა ავიძბას ადვოკატი ინგა გაბილაია არ ეთანხმება გულრიფშის სასამართლოს გადაწყვეტილებას ავიძბას პატიმრობაში დატოვების შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ 16 მარტს არ დააკმაყოფილა "პრეზიდენტის" ყოფილი თანაშემწის, დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი უკანონო დაჯგუფების მეთაურის, ახრა ავიძბას ადვოკატის საჩივარი და ავიძბა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ახრა ავიძბა სოხუმში 4 მარტს დააკავეს. 6 მარტს მას პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვაში წაუყენეს ბრალი. მასთან ერთად დააკავეს 5 პირი. 7 მარტს, სოხუმის "სასამართლომ" ავიძბას ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა. ავიძბასთან ერთად დაკავებული 4 პირი დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი - ყაბარდო-ბალყარეთის.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ავიზბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, "ახალი ადამიანები". მანამდე, 2 მარტს ის ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდა სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგში, სადაც ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის სკანდალურ ვიდეოს აპროტესტებდნენ.

გამოცემის  ინფორმაციით, ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა "პრეზიდენტის" პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ოპოზიციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად იქცა 2019 წლის 22 ნოემბერს მისი ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის "ხასიკის" მკვლელობა.

2020 წლის ივნისიდან ახრა ავიძბა საერთაშორისო საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" დაასახელა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
11 / ოქტომბერი 2024
პარლამენტის დეპუტატის და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებზე შსს-ს
11 / ოქტომბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა.
11 / ოქტომბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.