ახალი ამბები
საკრებულოს მიერ გახარჯული საწვავიდან 34% მამუკა წოწერიამ და მისმა მოადგილეებმა მოიხმარეს - TI-ის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წელს გაწეული საქმიანობა შეაფასა. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ნაწილობრივ გაუმჯობესდა ზუგდიდის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციები ზუგდიდის მერიისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლების პარალელურად, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები. ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტს, რომ საკრებულოს მიერ გახარჯული საწვავიდან, საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ და მისმა მოადგილეებმა ბესიკ ჭეჟიამ და თაზო ფაცაციამ 34.6% დახარჯეს.

ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები:

საკრებულოს მერიის საქმიანობაში და, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ინტერესთა კონფლიქტი ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოუვლენია;
ზუგდიდის საკრებულომ 18 სხდომა გამართა, მათ შორის 6 სხდომა რიგგარეშე იყო;

ზუგდიდის საკრებულომ 42 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 35 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ზუგდიდის მერია იყო, 7 დადგენილებისა კი - საკრებულო;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებიდან დეკლარაცია ხარვეზებით ორმა შეავსო;

ამავე პერიოდში საკრებულოს ექვსი ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ ორმა - “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ” და “კონსერვატორებმა” წარადგინეს, ფრაქციებს - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “მრეწველები”, “მწვანეები” და “ევროპული საქართველო” საკრებულოსთვის ერთი ინიციატივითაც კი არ მიუმართავთ;

ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლების პარალელურად, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 276,826 ლარი შეადგინა;

2020 წლის მდგომარეობით საკრებულოს 50 წევრს შორის მხოლოდ 7 ქალია, რაც საერთო რაოდენობის 14%-ია;

ზუგდიდის საკრებულოში მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა, წინა პერიოდის მსგავსად, საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტის პროექტებზე. არ შემუშავებულა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. საბჭოს საკრებულოსთვის ანგარიში არ წარუდენია, ასევე არ მოუმზადებია წინადადებები და რეკომენდაციები;

საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სხდომები ჯამურად 333-ჯერ გააცდინეს, მათ შორის, 321-ჯერ - არასაპატიო მიზეზით. საკრებულოს წევრები კომისიების სხდომებში 431-ჯერ არ მონაწილეობდნენ, მათგან 425 არასაპატიო მიზეზით გააცდინეს;

საკრებულოს წევრთა შორის საკრებულოს ყველაზე მეტი სხდომა (16 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “მწვანეების” წევრმა, ზვიად ყორშიამ გააცდინა, კომისიის ყველაზე მეტი სხდომა (31 სხდომა) არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ირაკლი ღურწკაიამ და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მალხაზ ციკუტანიამ გააცდინეს;

2020 წელს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 25 წევრს, მათ შორის თანამდებობის ოთხი პირია;

2020 წელს საკრებულოს კომისიების სხდომებზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 16 წევრს. საკრებულოს 50 წევრიდან 41 არ გამოსულა მოხსენებით საკრებულოს წინაშე;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით საკრებულოს ხარჯებისთვის ჯამში 1,316,000 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც სახელფასო ანაზღაურების ხარჯებმა 1,036,444 ლარი შეადგინა, 17,200 ლარი გაიცა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით, საკრებულომ 74,112 ლარის ღირებულების 42,2 ტონა (42,257 ლიტრი) საწვავი გახარჯა.

ზუგდიდის საკრებულოს მიერ გახარჯული საწვავიდან საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ და მისმა მოადგილეებმა - ბესიკ ჭეჟიამ და თაზო ფაცაციამ 2020 წელს ჯამში 14,637 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, ჯამური ღირებულებით 25,954 ლარი, რაც ზუგდიდის საკრებულოს მიერ ამავე პერიოდში გახარჯული საწვავის 34.6% შეადგენს.

ორგანიზაცია საკრებულოს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს: 

კონტროლის განხორციელება:


საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, უფრო ქმედითად უნდა ზედამხედველობდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;

აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები;

საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა გამოავლინოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები;

ანგარიშვალდებულება:

უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრება. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდეს სხდომებს. ამასთან, საკრებულოს წევრს, სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციებიც დაეკისროს.

აუცილებელია საკრებულოს წევრებმა აქტიურად ისარგებლონ როგორც საკრებულოს, ასევე კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, ინფორმაცია მიაწოდონ როგორც საკრებულოს, ასევე აღმასრულებელ ორგანოს მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ;

თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად და უხარვეზოდ შეავსონ.

ფრაქციების საქმიანობა:
მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.

საკრებულოს ხარჯები:

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;

საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურად ხარჯვაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კველევა საკრებულოდან გამოთხოვილ, მის ოფიციალურ ვებ- გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს ეფუძნება.



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
29 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნების სერიის "ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" პირველი წიგნის "კაჟანდიი ქერქუუს არიკის" პრეზენტაცია გაიმართა.
ქალთა ფონდი „სოხუმმა“ ახალი მონიტორინგის ანგარიში - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ გამოაქვეყნა.
საზოგადოება
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
"საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის" პირველ ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, 3 "საუკეთესო მუზეუმელი" გამოავლინეს,
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2022
ზუგდიდში ოჯახი და ახლობლები 24 წლის საბა კვირკვიას მესამე დღეა ეძებენ. რადიო “ათინათის” ინფორმაციით, ის ბოლოს პარასკევს, დღის პირველ ნახევარში ნახეს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.
04 / დეკემბერი 2022
ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში შუახნის მამაკაცი ცხოვრობს,
04 / დეკემბერი 2022
უკრაინაში, ბახმუტთან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლების ოჯახების სურვილი მხოლოდ ის არის,
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2022 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 5 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.