ახალი ამბები
უცხო ქვეყნის მოქალაქე: ზუგდიდში სასტუმროს თანამშრომლებმა მცემეს
არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე ზუგდიდში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციას ღირსების შელახვასა და ცემაში ადანაშაულებს. სალეჰ ალამერის თქმით, ის 4 ნოემბერს სასტუმრო "ლეთოს" რესტორნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ შეიყვანა ის სასტუმრომ "შავ სიაში" და რატომ აეკრძალა მათი სერვისით სარგებლობა.

"მე ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ რაც ნამდვილად მახსოვს არის, ის, რომ იყო რაღაც ჩხუბი, მცემეს და გამომაგდეს. მეორე დღეს, რომ გავიღვიძე მტკიოდა თავი, მქონდა დაზიანებები კეფაზე და ზურგის არეში. მივედი სასტუმროში, იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, ზუსტად გამეგო რა გავაკეთე, მომეხადა ბოდიში, თუ კი რამე დავაშავე და გამეგო, რა ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სამწუხაროდ, ბარმენმა ძალიან უხეშად მითხრა, რომ მეორედ იქ არ მივსულიყავი, დამემუქრა კიდეც", - ამბობს სალეჰი.

ის სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერების შემოწმებას ითხოვს და ამბობს, რომ მზადაა საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს, თუმცა, ცემის ფაქტი მისთვის მიუღებელია.

"მითხრეს, რომ ჩემს გამო სტუმრები წავიდნენ დროზე ადრე, რომ შემაწუხებელი იყო ჩემი ქცევა - ამისთვის მზად ვარ გულწრფელი ბოდიში მოვიხადო და ავანაზღაურო ნებისმიერი ზარალი, თუმცა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მგონია, რომ მათ არ აქვთ ჩემი ცემის უფლება. მინდა ვიცოდე რა მოხდა. მეორე დღეს როცა მივედი დეტალების გასარკვევად, პოლიცია გამოიძახეს, თითქოს რამეს ვაშავებდი", - გვითხრა მამაკაცმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან პოლიციას მიმართა, თუმცა მასთან გასაუბრების შემდეგ შესაბამისი ოქმი არავის შეუდგენია. სალეჰ ალამერი ამბობს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად იურისტებთან კონსულტაციებს გეგმავს.

"მივედი პოლიციაში, გავარკვევთო და როგორც მითხრეს, მოგვიანებით ვიყავითო "ლეთოში", "მეგობრულად" გვანახესო კადრები, სადაც მათივე თქმით, ვიღებ სელფებს და ხელს ვუშლი სტუმრებს, თუმცა, მათ არ უნახავთ ჩხუბის ან ცემის კადრები. თუ გინდა, შემოიტანეო განცხადება... ასევე მირჩიეს ამ თემაზე საუბრის დაწყებამდე, კარგად დავფიქრებულიყავი, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ არ შემობრუნდეს. მე ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლება მიმართო პოლიციას ასეთი ინფორმაციით და არ დაიწყოს მოკვლევა. ჩვენს ქვეყანაში როგორც კი მიდიხარ სამართალდამცავებთან, იმ წუთიდან იწყებენ ყველაფრის ასახვას. არ შემიძლია მომხდარის დავიწყება ან პატიება, - მტკიცებულებები მქონდა სხეულზე, მაქვს გონებასა და გულში. აქ ოჯახთან ერთად 10 წელია ვცხოვრობ, მყავს ქართველი ცოლი და 2 შვილი, ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ზუგდიდში ვაშენებ სახლს, სხვა ნებისმიერ ქვეყანასა თუ ქალაქში რომ მომხდარიყო ეს, გავჩუმდებოდი, მაგრამ აქ ვაპირებ ცხოვრებას, როგორც კარგი მოქალაქე და ამასთან, არ მსურს ვიყო "შავ სიაში", არ მინდა მსგავსი პრობლემები ჰქონდეთ ჩემს შვილებს, მინდა ვიცოდე ჩემი უფლებები და თუ კი დამნაშავე ვარ, მხოლოდ კანონის ფარგლებში ვაგო პასუხი", - უთხრა მან რადიო "ათინათს".

ჩვენ დავუკავშირდით სასტუმროს ადმინისტრაციასაც, სადაც ცემის ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სტუმრის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ მომხდარა.

"რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აწუხებდა სტუმრებს, შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს. რაც შეეხება 4 ნოემბრის შემთხვევას, იგივე დაფიქსირდა, არ დაემორჩილა არც ჩვენი თანამშრომლების, არც დაცვის თანამშრომლების თხოვნას. რამდენიმე სტუმარმა დატოვა მაგიდა და ბარის ტერიტორია, რადგან შეწუხდნენ ამ ადამიანის ქცევით და აქედან გამომდინარე, დაცვამ დაატოვებინა ჩვენი სასტუმროს ტერიტორია, ის არ ემორჩილებოდა ჩვენს წესებს. არაადეკვატური იყო მისი ქცევა. აქედან გამომდინარე და რადგან გვქონდა რამდენიმე ასეთი ცუდი შემთხვევა, მას სასტუმროში, სამწუხაროდ, შეეზღუდა შემოსვლის უფლება", - გვითხრეს "ლეთოში".

მათივე თქმით, ფიზიკურ პირს არ აქვს სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებთან წვდომის უფლება. იმყოფებოდა თუ არა ადგილზე და გაეცნო თუ არა კამერების ჩანაწერებს პოლიცია, ამას "ლეთოში" არ გვიდასტურებენ.

შს სამინისტროდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, სალეჰ ალამერი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც მან მოგვმართა, მის სახლში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ და მისი ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.