ახალი ამბები
M² ზუგდიდის სკეიტ პარკში სასტუმროს არ ააშენებს - მერიასთან ხელშეკრულება შეწყდა
სამშენებლო კომპანია M² ზუგდიდის ცენტრში, ყოფილი ყინულის სახლის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს არ ააშენებს. შესაბამისი ხელშეკრულება, რომელითაც კომპანიას 2021 წლის ნოემბრიდან 30 თვეში სამუშაოები უნდა დაესრულებინა, შეწყდა. აღნიშნულს ადასტურებენ ზუგდიდის მერიაშიც და განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის განკარგულებაში დარჩა ტერიტორიის გაყიდვიდან შემოსული 7 მილიონზე მეტი თანხა და მშენებლობის პროექტი. 

"კომპანიასა და ზუგდიდის მერიას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, თუმცა, გადახდილი თანხა - 7 მილიონ 270 ათასი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩა. მიწის ნაკვეთი უკვე დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს და დამატებით სამშენებლო პროექტიც", - უთხრეს რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიაში.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერიაში მსჯელობენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ყოფილი ყინულის სახლის ტერიტორიაზე.

სკეიტ-პარკში ტერიტორია, სადაც ყინულის სახლი მდებარეობდა,  M²-მა 2019 წელს შეიძინა. კომპანია აქ 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა და შესაბამისი პროექტის წარდგენის შემდეგ სამშენებლო ნებართვა 2021 წლის ბოლოს მიიღო. 

ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისებას საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმებოდა. სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ ზუგდიდში აქციებიც კი გაიმართა. მიუხედავად ამისა საკრებულომ ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება ყინულის მოედანს, მისი მშენებლობა ზუგდიდში 2012 წელს დაიწყო. ის წლების განმავლობაში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა და პერიოდულად იხურებოდა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობისა და შენახვისთვის გაწეული ხარჯის შესახებ მომზადებული კვლევის მიხედვით, ჯამში, ის ქალაქის ბიუჯეტს 8 მილიონ ლარამდე დაუჯდა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის მერი: ყინულის მოედნის პროექტირება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება

რატომ გადაიდო ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობა და სხვა პროექტები 2021 წლისთვის

TI: ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

ზუგდიდში დაშლილი ყინულის სახლის აწყობას დაახლოებით 2,5 მილიონი დასჭირდება (ფოტო)

ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვა - ზუგდიდის განვითარების შესაძლებლობა თუ საზოგადოების აზრის უგულებელყოფა (ვიდეო)

ზუგდიდის მერია ყინულის სასახლის ტერიტორიას ყიდის



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.