ახალი ამბები
„ქართულ ოცნებას" კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით სამშვიდობო პოლიტიკა არ გააჩნია - SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ კრიზისებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ გააჩნია სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის

რეგიონებთან დაკავშირებით და ქვეყანას აკარგვინებს შესაძლებლობას, მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.

ორგანიზაციის ცნობით, პოლიტიკური მარცხის შემდეგ, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს აფხაზეთის დასჯის სტრატეგია და ზრდის ჭარბ ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ პრაქტიკულად შეუწყვიტა დაფინანსება და შეზღუდვებს აწესებს ექსპორტის პროცესზე.

„აფხაზეთში შექმნილ კრიზისზე თბილისის რეაგირების არარსებობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ გააჩნია სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით, სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ მის მიერ გამოყენებული რიტორიკა კი შინაარსისგან და რეალობისგან დაცლილი, შიშველი პროპაგანდა იყო. ქვეყანაში შექმნილი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სრულად ექცევა „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაში, კიდევ ერთხელ აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტში მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ახალ ეტაპზე აიყვანოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა“, - წერს SJC.

მათი თქმით, ორგანიზაციის წყაროების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო რეჟიმმა ასევე შეზღუდა მანქანების მიმოსვლა ენგურის ხიდზე, რაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ აფხაზები ვერ შეძლებენ მანდარინის გაყიდვას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე, რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა საბიუჯეტო დაფინანსების დიდი ნაწილი, რის გამოც საჯარო მოხელეები, მასწავლებლები, ექიმები, სოციალური მუშაკები ვეღარ აიღებენ ხელფასებს.

„თბილისს, ევროკავშირის დახმარებით, შეეძლო აფხაზეთისთვის შეეთავაზებინა ახალი სოციალური და ეკონომიკური ალტერნატივები და ამ გზით შეემსუბუქებინა მოსალოდნელი უმძიმესი სოციალური კრიზისი და საბოლოოდ, შეემცირებინა რეგიონის დამოკიდებულება რუსეთზე. ცხადია, რომ ამგვარი მცდელობები თბილისის მხრიდან შექმნიდა ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან წინაპირობებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, ისე ევროკავშირის მიმართ.

თუმცა, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება" თავად უხვევს ევროინტეგრაციის გზიდან და პრაქტიკულად უარს აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მას არ რჩება ლეგიტიმაცია, ნდობა და რესურსები შექმნას ხელშესახები პროცესი კონფლიქტების დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების" მხრიდან ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციებიდან ქვეყნის მიზანმიმართული იზოლაცია თავად ჩვენს ქვეყანას ხდის სრულიად მოწყვლადს და მარტოს გვტოვებს რუსეთის გავლენებისა და ინტერვენციების მიმართ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მხოლოდ დემოკრატიული, სამართლიანი და ევროპული ტიპის სახელმწიფო, მის პარტნიორებთან ერთად, შეიძლება გახდეს საიმედო და სამართლიანი ალტერნატივა კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები საზოგადოებებისა და ელიტებისთვის. ამ გზიდან გადახვევა კი ძირს უთხრის გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ნდობის შენების ისტორიულ ამოცანებს.

შეგახსენებთ, აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია დღისით, ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით მიეწოდება, კომპანია „ჩერნომორენერგო“ იტყობინება ახალი გრაფიკის შესახებ, რომელიც ენერგომომარაგების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად დააწესა.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს ნაწილობრივ შეუჩერა დაფინანსება, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო, რაც ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც „აფხაზეთი ყოველ ზამთარს იღებს, კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ“.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.