ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა მდგომარეობა რთულია, - „ენგურგჰესი“
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ენერგიკრიზისთან დაკავშირებით, „ენგურჰესმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ამჟამად „აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია“.

„წყლის დაბალი დონის გამო, ორივე სადგურს (ენგურჰესი და ვარდნილჰესი) მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია და შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად კი აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია. თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესის ერთადერთი ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერებულია, „წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონისა და არასაკმარისი ნაკადის გამო“.

კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების განახლებული გრაფიკი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მოსახლეობას 07:00 - 21:00 საათის შუალედში მხოლოდ ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით მიეწოდება დენი.

9 დეკემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტად მხოლოდ ღამის საათებში ხორციელდება.

უფრო ადრე, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“. მისი თქმით, „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.

ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმს მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის კომერციული ფასის გადახდა მოუწევს.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“  ჩაგდების შემდეგ.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
25 / იანვარი 2025
სოხუმში აცხადებენ, რომ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
25 / იანვარი 2025
ზუგდიდში, გუშინ საღამოს, ერთ-ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოს კედელზე სტენსილი გამოჩნდა.
24 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციების 58-ე დღეს, მოქალაქეებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა სინდისის პატიმრებს" გამართეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.