რეგიონი
აფხაზ ოპოზოციონერ „დეპუტატს“ კან კვარჩიას, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს
აფხაზ ოპოზიციონერს, კან კვარჩიას, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს ტელეგრამის არხი იუწყება.

„50 წლის მამაკაცმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. <...> მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მამაკაცის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, მისი რუსული პასპორტი ძალადაკარგულად გამოცხადდა და ექვემდებარება ჩამორთმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, საუბარი, სავარაუდოდ, აფხაზ ოპოზიციონერს, ე.წ. დეპუტატს, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აიდგილარას“ ლიდერს, კან კვარჩიას ეხება.

აფხაზური „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხი AMRA-life, წყაროზე დაყრდნობით, 10 იანვარს იტყობინებოდა, რომ კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

რუსული ტელეგრამის არხი " რიბარი" ასევე წერდა კვარჩიასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და მიუთითებდა, რომ ის, ადგურ არძინბასთან ერთად, „გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო".

გამოცემის ცნობით, კან კვარჩიას ასაკი ემთხვევა, კრასნოდარის მხარეში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას. თავად მას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ კვარჩია 15 თებერვალს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა კანდიდატურა მოხსნა. 19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში მისი მიმართულებით ისროლა „დეპუტატმა“ ადგურ ხარაზიამ. შედეგად, კვარჩია დაიჭრა, ხოლო მისი კოლეგა, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

2024 წლის აგვისტო ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. იმავე დღეს ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა. 

ამავე ცნობით, ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა მოსკოვისთვის ინფორმაცია აფხაზური ოპოზიციის იმ დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ. ბჟანიამ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას არ აუღია ვალდებულება, რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, ოპოზიციური ძალები და აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“ მოითხოვეს.

19 ნოემბერს, აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება.

ცმობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში, 5 კანდიდატი იბრძოლებს „პრეზიდენტობისთვის“, მათ შორის აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი კონკურენტია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი „ვიცე პრემიერი“, ბადრა გუნბა.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში სურსათის პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ ბაზარში იყიდება. რამდენად უსაფრთხოა სურსათი, რომელსაც აქ ვყიდულობთ, როგორ აკონტროლებენ მოვაჭრეები პროდუქტის ხარისხს და იციან თუ არა ვისი წარმოებულია პროდუქცია. ვრცლად ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2025
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
19 / მარტი 2025
ზუგდიდში დღეს, 19 მარტს, 15:00 საათამდე მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
18 / მარტი 2025
ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.