ახალი ამბები
“გამოდის, თუ ადამიანს [რუსეთის] მოქალაქეობა ჩამოერთმევა, ის აფხაზეთში უნდა გამოიკეტოს“, - იურისტი მოსკოვის სანქციებზე
ოპოზიციონერი აფხაზი პოლიტიკოსებითვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს უსამართლო სანქციად მიიჩევს აფხაზი იურისტი ირაკლი ბჟინავა.

ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. საუბარია, ბიზნესმენ ლევან მიქააზე და ე.წ. პარლამენტის დეპუტატზე კან კვარჩიაზე. მისი თქმით, მათ მიმართ „რესპრესიული“ მეთოდები მათ წინააღმდეგ, 2024 წლის ნოემბრის პროტესტში მონაწილეობისთვის გამოიყენეს, რასაც ასლან ბჟანიას გადადგომა მოყვა.

“გამოდის, თუ ადამიანს [რუსეთის] მოქალაქეობა ჩამოერთმევა, ის აფხაზეთში უნდა გამოიკეტოს. მათ არ აქვთ ქართული პასპორტი, მათ ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა. ამასთან, აფხაზეთს ჯერ კიდევ არ აქვს პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან. რა უნდა ქნას ამ ხალხმა? მიმაჩნია, რომ იგივე სანქცია ემუქრება ყველა პროაფხაზ პატრიოტს. და გაჩუმება და ამაზე დათანხმება ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის მცოცავ ჩამორთმევას”, - წრეს ბჟინავა.

ის მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყონ დამოუკიდებელი მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან „აფხაზური პასპორტების აღიარებისა და პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გახსნის შესახებ“, ასევე მასობრივი მიმართვა უნდა მომზადდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მისამართით, „მიქაას და კვარჩიასთვის რუსული პასპორტის ჩამორთმევის უსაფუძვლობის თაობაზე“.

ის მიიჩნევს, „აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობაში“ უნდა გაჩნდეს მუხლები, რომლებიც „ პრეზიდენტს, მის მოადგილეებს და მინისტრებს, აუკრძალავს სხვა ქვეყნების მოქალაქეობას“.

„ვისაც სურს დაგვპატიჟოს საზღვარგარეთ მოლაპარაკებებზე, დასვამს საკითხს ჩვენი დელეგაციის აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური პასპორტებით დაშვების შესახებ“, - დასძენს ის.

ცნობისთვის, აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლევან მიქაამ და კან კვარჩიამ 28 იანვარს პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ისაუბრეს.

„პარლამენტის დეპუტატი ვარ, ეს სილის გაწვნაა აფხაზეთის სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა მაშინ კვარჩიამ.


მანამდე, რუსული ტელეგრამის არხები იუწყებოდნენ, უსაფრთხოების ძალების წყაროებზე დაყრდნობით, რომ აფხაზ ოპოზიციონერსა და ბიზნესმენს, ლევან მიქაას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ის, 2024 წლის ნოემბერში სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეა, რასაც მოჰყვა ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნების დანიშვნა.

მანამდე, 10 იანვარს, აფხაზური „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხი AMRA-life, წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოპოზიციონერ "დეპუტატს" კან კვარჩიას.

რუსული ტელეგრამის არხი " რიბარი" მიუთითებდა, რომ კან კვარჩია, „პრეზიდენტობის“ კანდიდატთან, ადგურ არძინბასთან ერთად, „გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო".

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, ერთ - ერთია იმ 5 კანდიდატს შორის, რომელიც კენჭს იყრის 15 თებერვალს დაგეგმილ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი კონკურენტია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი „ვიცე პრემიერი“, ბადრა გუნბა.

2024 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.

ამავე ცნობით, ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა მოსკოვისთვის ინფორმაცია აფხაზური ოპოზიციის იმ დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ. ბჟანიამ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას არ აუღია ვალდებულება, რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
22 / მარტი 2025
2025 წლის თებერვლის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 176 მოზარდი საარსებო შემწეობას იღებს. აღნიშნული რიცხვი 16-ით მეტია იანვრის მაჩვენებელზე.
21 / მარტი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 მარტამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
21 / მარტი 2025
25-დან 27 მარტის ჩათვლით, „არტ მეურნეობის“ სახელოვნებო სივრცეში, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორთან, იან ბრურსენთან შეხვედრების სერია 18:00 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
20 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.