ახალი ამბები
მოსკოვსა და სოხუმს შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ „მთავრობათაშორის შეთანხმებაში“ ცვლილებები შევიდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ოქმის რატიფიკაციის შესახებ“, იუწყება კრემლის ვებგვერდი.

ფედერალური კანონი სახელმწიფო დუმამ მიიღო 2025 წლის 1 აპრილს და დაამტკიცა ფედერაციის საბჭომ 2025 წლის 2 აპრილს. ოქმს ხელი მოეწერა გროზნოში 2024 წლის 16 ივლისს.

ოქმი ითვალისწინებს შეთანხმებაში იმ დებულებების ჩართვას, რომელთა თანახმად, მიხედვითაც, „საექსპორტო“ გადასახადები არ ვრცელდება ოკუპირებული აფხაზეთისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე საქონელზე, რომელიც „ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან აფხაზეთის რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიაზე“.

ამავე ცნობით, პროტოკოლი ასევე უფლებას აძლევს ორივე მხარის პასუხისმგებელ ორგანოებს, შეთანხმდნენ „რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის შიდა მოხმარებისთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი საქონლის ნომენკლატურასა და მოცულობაზე“.

ადრე დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ბენზინის, დიზელის საწვავის, ბიტუმის და პროპანის შეთანხმებული მოცულობების უბაჟო ექსპორტს.

2024 წლის სექტემბერში მოსკოვი და სოხუმი შეთანხმდნენ საქონელზე, რომელიც "უბაჟოდ" შევა რუსეთიდან აფხაზეთში

თუმცა, 2024 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, რუსეთის დუმამ განაცხადა, რომ შეაჩერებს ოკუპირებულ აფხაზეთთან „სავაჭრო რეჟიმის შესახებ“ შეთანხმების ოქმის რატიფიცირებას.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნოემბრის პროტესტს სოხუმში, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომა და მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდება მოყვა. მაშინ რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსებაც.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთთან "სავაჭრო რეჟიმის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ოქმის რატიფიცირების შესახებ" კანონს პუტინმა 2023 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი.

ამავე წლის ნოემბერში, რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკაში გათხევადებული აირის "უბაჟო ექსპორტის" შესახებ ოქმის რატიფიცირება მოახდინა.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 54,73%, ხოლო მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

2 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, გუნბას გამარჯვება მიულოცა.

5 მარტს პუტინმა გუნბა კრემლში მიიღო, ამასთან, აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა, ხოლო 2 აპრილს, „ინაუგურაციის„ დღეს ცნობილი გახდა, გუნბა მოსკოვში მიიწვიეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.