სტატია
ვინ გეგმავს ზუგდიდში ასფალტის საწარმოს გახსნას - შესაძლო რისკები და შეფასებები
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში შპს "ვესტ ჯორჯიას" ასფალტის საწარმოს მოწყობა სურს. პროექტი უკვე მზადაა და გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 10 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრა კორონაპანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. მისი ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, შპს გეგმავს თანამედროვე ტიპის ასფალტის საწარმოს მოწყობას, რომელსაც სრული დატვირთვის შემთხვევაში 120ტ/საათში წარმადობა გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარხანა საშუალო სიდიდის იქნება.

"საწარმო გეგმავს წელიწადში დაახლოებით 82 000 ტონა ასფალტის ნარევის დამზადებას. რაც საწარმოს სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დღეში 7 საათიანი სამუშაო გრაფიკისა და წელიწადში 260 სამუშაო დღის გათვალისწინებით შეადგენს საათში 45 ტონას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საწარმოს გააჩნია 120ტ/საათში წარმადობა, ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემდგომში შესაძლებელია საწარმოს საათობრივი წარმადობის ზრდა 120 ტონამდე, მისი მაქსიმალური დატვირთვით", - ვკითხულობთ სკოპინგის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით,  ჰაერის დაბინძურება, რომელიც ინერტული მასალის მტვერის, აზოტის დიოქსიდის, ნახშირჟანგის, ნახშირწყალბადების და ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევას გულისხმობს, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

"აღნიშნული ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის მქონე მტვერდამჭერი მოწყობილობით, ციკლონით, რომელიც უზრუნველყოფს მავნე ნივთიერებების მაქსიმალურ დაჭერას", - წერია დოკუმენტში.

რაც შეეხება მოსახლეობას, როგორც ეს სკოპინგის ანგარიშშია ასახული, საწარმოს საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 560 მეტრითაა დაშორებული.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საწარმოს გახსნაში ცუდს ვერაფერს ხედავს. უფრო მეტიც, თვლის, რომ სამეგრელოს გზების საფარის გათვალისწინებით ეს რეგიონისთვის საჭიროა, თუმცა აქვე რისკებზე საუბრობს და მსგავს საწარმოებში ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.  გარემოსდამცველი მიიჩნევს, რომ ასფალტის ქარხანა მოსახლეობიდან 1 კმ-ის მოშორებით უნდა მდებარეობდეს, თუმცა კანონში მითითებულია, რომ ასეთ შემთხვევაში სანიტარიული დაცვის ზონის სიდიდე არანაკლებ 500 მეტრი უნდა იყოს.

"ფილტრების მუშაობა ელექტროენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული და სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ფილტრებს არ ამუშავებენ. ამიტომ მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი, რომ ფილტრების გარეშე ქარხანამ საერთოდ არ უნდა იმუშაოს. ამ ყველაფერს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გამოაჩენს. მაგალითად, ფორსმაჟორია და არ არის ელექტრო ენერგია. აი, ასეთ დროს რას უნდა ველოდოთ უნდა იყოს შეფასებული. ასევე, მნიშვნელოვანია რა ტექნოლოგიას იყენებენ ასფალტის წარმოებისთვის. ეს უნდა ვკითხოთ სპეციალისტებს. მე დავინტერესდები ამ თემით და ჩვენი ექსპერტებიც, ვინც უშუალოდ კარგად იცნობენ ამ საკითხს შეისწავლიან", - თქვა ნინო ჩხობაძემ.

გარდა ამისა, გარემოსდამცველი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს "მეწარმეთა შესახებ" კანონის პროექტს, რომელმაც გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან მიმართებაში მეწარმეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაზარდოს.

"ორი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი და ეს არის ევროდირექტივებიდან მიღებული ვალდებულება. იმედია, მესამე მოსმენით მიიღებს და დაამტკიცებს მას ახალი მოწვევის პარლამენტი. საკმაოდ მკაფიოდ გაწერილი ვალდებულებებია", - აღნიშნა ჩხობაძემ.

შპს "ვესტ ჯორჯიას" ხელმძღვანელი დავით სიჭინავა ამბობს, რომ საწარმოს ამუშავებას 2 მილიონი ლარი სჭირდება. მისივე თქმით, მას გარკვეული რაოდენობის დანადგარები უკვე შეძენილი აქვს.

"თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა მომავალი წლის თებერვლისთვის დავიწყებთ ფუნქციონირებას. ეს იქნება მუდმივმოქმედი ქარხანა, სადაც 50 ადგილობრივი დასაქმდება. საწარმო იმუშავებს თანამედროვე ტექნოლოგიებით და ზიანი მინიმალური იქნება. ფილტრი შევიძინეთ ძალიან ძვირადღირებული და რა თქმა უნდა არ გავაკეთებთ ისე, რომ ამხელა თანხის დახარჯვის მერე დასახური გახდეს. მუშაობას ბუნებრივი აირის გამოყენებით ვგეგმავთ", - ამბობს მეწარმე.

შპს "ვესტ ჯორჯია" 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც მამა-შვილი დავით სიჭინავა და დათა სიჭინავა ხელმძღვანელობენ. აღნიშნულ კომპანიას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ შექმნილ პლატფორმაზე  tendermonitor.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილეობა მიღებული აქვს 18 ტენდერში, აქედან 7 აქვს მოგებული.  ამავე ინფორმაციით, მასთან სახელმწიფოს გამარტივებული ტენდერის შესყიდვა არა აქვს გაფორმებული.

გარდა ამისა, დავით სიჭინავას, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს მოგებული აქვს არაერთი ტენდერი და სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფოსგან მილიონობით ლარი მიიღო. ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში ჰყავს შეყვანილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დავით სიჭინავას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" 2017 წელს 20 000 ლარი აქვს შეწირული.






Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
კორონავირუსი
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 34 046 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 253 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
საზოგადოება
წალენჯიხის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "დედა ენის" დღესთან დაკავშირებით ნახატები გამოფინეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურად, სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია.
CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის ქართული ხარჩოც მოხვდა. კერძის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტყემალი ტრადიციულ წვნიანს უფრო გემრიელ არომატს სძენს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / აპრილი 2021
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის
17 / აპრილი 2021
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 34 046 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა.
17 / აპრილი 2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.