სტატია
ზუგდიდის საკრებულომ მერიას ბოტანიკურში შესვლაზე საფასურის გაუქმების განხილვის რეკომენდაცია მისცა
ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ბოტანიკურ ბაღში საქართველოს მოქალაქეებისთვის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მერიას თემის განხილვის რეკომენდაცია მისცეს. ამით მათ ნაწილობრივ დააკმაყოფილეს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პეტიცია, რომელშიც ზუგდიდელების ნაწილი სწორედ ტარიფების გაუქმებას ითხოვს. სხდომაზე სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მაია კალანდია ამბობს, რომ ააიპ ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელს ზვიად ქარჩავას ნორმატიული აქტი ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით უკანონოდ აქვს მიღებული.

"ქარჩავამ გამოსცა ნორმატიული აქტის ტოლფასი ბრძანება, მას არ ჰქონდა უფლება გამოეცა ისეთი ბრძანება, რომლითაც ტარიფებს დაამტკიცებდა. ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ. ენმ აცხადებს, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთადერთი რეკრეაციული ზონაა ქალაქში და შევეცდებით, საბოლოოდ მივიდეთ იქამდე, რომ იქ შესვლა იყოს უფასო", - განაცხადა კალანდიამ.

ცალსახა დამოკიდებულება ბაღში ფასიან ვიზიტებთან დაკავშირებით არ აქვთ "ქართულ ოცნებაში". პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ კამათი ამ საკითხზე მათ შორისაც არაერთხელ ყოფილა. მმართველი ძალის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს და გადაწყვეტილება ყველამ ერთად უნდა მიიღოს. მაგალითად, თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია ამბობენ, რომ საჭიროა სახსრების მოძიება, რომ გადასახდის გაუქმების შემთხვევაში, ბოტანიკურის მოვლა-პატრონა შესაძლებელი იყოს. "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ნათია ხუფაცარია კი ამბობს, რომ საკითხზე თავიდანვე სწორი საინფორმაციო კამპანია არ იყო ჩატარებული.

"ყველაფრის კარგად გააზრების შემდეგ, მგონია, რომ არ იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის სწორად ინფორმაცია, სწორი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარდა. არსებობს არგუმენტები, რომელიც მერყეობაში აგდებს ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უფასო უნდა იყოს. ჩვენს შორისაც არის დავა ამ თემაზე, ჩამოყალიბებუალდ წინააღმდეგი არ ვართ ამ პოზიციის, რომ იყოს უფასო. როგორც უკეთესი, მართალი, სწორი იქნება სამართლებრივად და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე უნდა გადაწყდეს ნამდვილად", - აღნიშნა ხუფაცარიამ.

საბოლოოდ, დეპუტატებმა საკითხის განხილვა ზუგდიდის მერიასა და ააიპ "ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრს" სთხოვეს.

"რაც შეეხება უნდა იყოს თუ არა ფასიანი, ჩვენს შეგვიძლია მხარეების ჩართულობით აქტიურად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. საკრებულო კანონმდებლობით მოკლებულია შესაძლებლობას, გააუქმოს ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. შეგვიძლია საინციაიტივო ჯგუფთან, მერიასთან, ააიპ-ისთან ერთად კომისიურ დონეზე ვიმსჯელოთ და ამ ფორმატში მივიღოთ გადაწყვეტილება. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ვიმსჯელოთ კონკრეტულ ტარიფებთან დაკავშირებით. დღეს სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ.

სხდომას ესწრებოდნენ და საკუთარი არგუმენტები წარადგინეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც რამდენიმე თვეა, სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ, რომ ზუგდიდის ბოტაბიკურ ბაღში შესვლა ადგილობრივებისა და საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის უფასო იყოს. მათი მთავარი არგუმენტები, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო უნდა იყოს, ის არის, რომ სივრცე ქალაქში ერთადერთი რეკრეაციული ზონაა. მოვლა-პატრონობისთვის კი შესაბამისი გრანტების მოძიებაა საჭირო და არა, როგორც პეტიციის ავტორები განმარტავენ, ეკონომიკურად სუსტი საზოგადოებისგან გადასახადის მიღება. 

"ველოდით ამ პასუხს, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს ბრძოლას, რომ ბოტანიკური იყოს ხელმისაწვდომი ზუგდიდელებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს თუ ხვალ სასამართლოში შევხვდებით გადაწყვეტილების მიმღებებთან. მაქვს იმედი, რომ მივაღწევთ მიზანს და იქნება უფასო, დავგეგმავთ აქტივობებს", - თქვა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ილია გვაჯაიამ.

ბოტანიკურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდა. დაწესდა სააბონემენტო სისტემა და შეღავათებით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირები სარგებლობენ.

ზუგდიდელების ნაწილი ბოტანიკური ბაღით სარგებლობის ფასიანად გახდომას აპროტესტებს. ადგილობრივებმა რამდენჯერმე აქციაც გამართეს. უფრო ადრე სახელმწიფო აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასო იყო, 2020 წელს 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერიის ინფორმაციით კი, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სატარიფო მიდგომა ქვეყანაში არსებული ბოტანიკური ბაღების სატარიფო მიდგომებთან შედარებით ყველაზე იაფია.


ამავე თემაზე:

უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
18 / მარტი 2024
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
18 / მარტი 2024
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.