სტატია
რა ქონებას ფლობენ სამეგრელო-ზემო სვანეთში მერები დეკლარაციების მიხედვით
ერთი შეხედვით, დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომელიც საჯარო მოხელის ქონებას სრულად გამჭვირვალედ აქცევს ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუმცა ქართულ რეალობაში ხშირია, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები დეკლარაციებს არასწორად ავსებენ და მათ კუთვნილებაში არსებული ქონება ფორმალურად სხვებს ეკუთვნით.
რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, თუ რას წერენ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები ოფიციალურ დოკუმენტში.

ჩვენ ცხრავე მერის დეკლარაცია შევისწავლეთ.

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 31 ოქტომბერს შეავსო. საჯარო დოკუმენტის მიხედვით, მერის საკუთრებაში 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლია,როემლიც მას 2012 წელს მემკვიდრეობით ერგო.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ მამუკა წოწერიას ოთხი მიმდინარე საბანკო ანაგრიში აქვს, აქედან თანხა(31 ოქტომბრის მიხედვით) მხოლოდ საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე ირიცხება და მისი მოცულობა 619 ლარია.
რაც შეეხება ზუგიდის მერის წლიურ შემოსავალს,დეკლარაციის თანახმად, მისი მოცულება 12 თვის განმავლობაში 20 985 ლარია.

31 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში ასევე მითითებულია მამუკა წოწერიას მეუღლის თამარ ერქვანიას ქონება.

ბოლო მონაცემებით, ზუგდიდის მერის მეუღლეს ექვსი მიმდინარე საბანკო ანაგრიში აქვს.მათ შორის ორი ანაბარი სასქართველოს ბანკში - 5000 ლარის და 3000 დოლარის მოცულობის.
თამარ ერქვანიას ანგარიშზე ასევე ირიცხება ანაზღაურება რამდენიმე სამსახურიდან. ერთი წლის განმავლობაში მისი შემოსავლები ასე გამოიყურება.

შპს ნლი ექიმი-რადიოლოგი - 7039,36 ლარი
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2725,38 ლარი
შპს "უნივერსი"- სამედიცინო კლინიკა 4936,09 ლარი
საჯარო დოკუმენტში ასევე ჩანს 29 000 დოლარიანი იპოთეკური სესხი,რომელიც ზუგდიდის მერის მეუღლეს ეკუთვნის.

თამარ ერქვანიამ მიმდინარე წელს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებით 20 000 დოლარი მიიღო, ასევე გაყიდა მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლის სანაცვლოდ 3000 დოლარი მიიღო.


ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დეკლარაცია ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ შეავსო. 2022 წლის იანვარის მონაცემებით დავით ბუკია ქონებას მეუღლესთან იყოფს.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით დავით ბუკიას სახელზე ორი მიწის ნაკვეთია რეგისტირებული: 1036 კვადრატული მეტრი სოფელ გურიფულში და 1209 კვადრატული მეტრი ხობში,რუსთაველის ქუჩაზე. ორივე ნაკვეთი დავით ბუკიამ მემკვიდრეობით მიიღო. გარდა ამისა, ხობის მერი ფლობს ბინას თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს 20000 დოლარად შეიძინა, ასევე რეგისტრიებულია არასაცხოვრებელი ფართი იმავე მისამართზე(წინამძღვრიშვილის 128). ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით 11 კვადრაული მეტრის მოცულობის ფართი ხობის მერმა 2500 დოლარად შეიძინა.

ამავე მისამართზე(წინამძღვირშვილის 128) რეგისტრირებულია კიდევ ერთი ბინა,რომელიც ხობის მერის მეუღლეს სოფიო გოგია ეკუთვნის, დეკლარაციის მიხედვით მისი მოცულობა 44 კვადრატული მეტრია, შესყიდვა კი 2014 წლის 25 თებერვალს 15 000 დოლარად განხორციელდა.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით სოფიო გოგია კიდევ ორ მიწის ნაკვეთს ფლობს: ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე,რომელიც მან საჩუქრად მიიღო,მიწის ნაკვეთი 969 კვადრატული მეტრია. ასევე, დეკლარაციაშია მითითებული, რომ ხობის მერის მეუღლემ 2009 წელს კურორტ ბახმაროში 100 კვადრატული მეტრი მიწა 2000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციაში დავით ბუკიას სახელზე საავტომობილო საშუალება არ ფიქსირდება,მისი მეუღლე კი 2015 წლიდან მერსედესის მარკის მანქანას ფლობს,რომელიც 6700 დოლარდ შეიძინა.


სენაკის მერის ოჯახის წევრები უძრავ ქონებას მხოლოდ თბილისში და მის მახლობლად ფლობენ. ვახტანგ გადელიას დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე ერთი ბინაა რეგისტრირებული, თბილისში შანდორ პეტეფის ქუჩაზე,რომელიც სენაკის მერმა თანამდებობაზე მოსვლამდე, 2020 წლის აპრილში 28 400 დოლარად შეიძინა.

ლისის ტბის მიმდებარედ ორ მიწის ნაკვეთს ფლობს სენაკის მერის დედა დაგმარა გადელია. 838 კვადრატულ მეტრიანი ნაკვეთი 2020 წელს, 16 760 დოლარდაა შეძენილი,მეორე ნაკვეთი კი 975 კვადარტული მეტრია და მისი ფასი 2019 წელს 19 500 დოლარი იყო. დაგმარა გადელიას სახელზეა რეგისტრირებული ერთი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,რომელიც 22 000 დოლარადაა შეძენილი.

ვახტანგ გადელია ორ ავტომობილს ფლობს. Mercedes C180,2006 წელს 2000 დოლარადა იყიდა, მიცუბიშის მარკის მანქანა კი 2020 წელს - 3000 დოლარად.


ჩხოროწყუს მერს დეკლარაციის მიხედვით ხუთი მიწის ნაკვეთი აქვს, მათ შორის თბილისში - 194 კვადრატულ მეტრი, რომელიც 2013 წელს 12 000 დოლარად შეიძინა. დათო გოგუა ჩხოროწყუს სოფელ ნაკიანში სამ მიწის ნაკვეთს ფლობს, სამივე მათგანი 2014 წლის 17 თებერვალსაა შეძენილი,მათი საერთო ღირებულება დეკლარაციის მიხედვით 20 000 ლარი იყო. მემკვიდრეობის სახით კი დათო გოგუას 5180 კვადრატულ მეტრიანი მიწის ნაკვეთი ერგო,რომელიც ჩხორწოყუს სოფელ ნაფიჩხოვში მდებარეობს. ბოლო უძრავი ქონება, რომელიც ჩხოროწყუს მერმა შეიძინა, ბათუმში,თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ბინაა,მისი ღირებულებამ დეკლარაციის თანახმად, 14 500 დოლარია.

რაც შეეხება მანქანას, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით დათო გოგუამ მერსედესის მარკის ავტომობილი 2017 წელს 12 000 ლარად შეიძინა.

აბაშის მერმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის დეკემბერში შეავსო.მის სახელზე ერთადერთი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული - მიწის ნაკვეთი ყაზბეგში.

დოკუმენტის მიხედვით, გიგა გაბელაია ამ ნაკვეთის მხოლოდ 33% ფლობს,რაშიც 2011 წელს 3 000 დოლარი გადაიხადა.აბაშის მერის მეუღლის სახელზე კი ერთი ბინაა რეგისტირებული თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე - 200 კვადრატულ მეტრიანი ბინა სალომე ჯვებენავამ მემკვიდრეობით მიიღო.

საქართველოში ერთადერთმა ოპოზიციონერმა წალენჯიხის მერმა დეკლარაცია 2022 წლის იანვარში შეავსო, რედაქტირება კი ივლისში შეიტანა.გია ხარჩილავას სახელზე ორი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული, მათ შორის ერთი ქალაქ წალენჯიხაში, ნაკვეთი 63 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. ოფიციალური დოკუმენტით ხარჩილავამ ეს ნაკვეთი 2021 წლის მარტში შეიძინა,თუმცა მისი ღირებულება მითითებული არ არის.კიდევ ერთ ნაკვეთს ხარჩილავა სოფელ ჯგალში ფლობს. დეკლარაციაში წერია,რომ 28 689 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი საჩუქრად გადაეცა.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ წალენჯიხის მერი თბილისში ორ საცხოვრებელ სახლს ფლობს.გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე პირველი ბინა გია ხარჩილავამ 2012 წელს 15000 ლარად შეიძინა, მეორე ბინა კი იმავე მისამართზე(თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს 27) 84 000 ლარად.

გია ხარჩილავს სახელზეა გაფორმებული JEEP GRAND CHEROKEE, მისი ღირებულება 2019 წელს 7500 დოლარი იყო. ეს სწორედ ის მანქანაა, რომელიც მის სახლთან დაიწვა.
დეკლარსციის მიხედვით, წინა წელს გია ხარჩილავამ თხილის რეალიზაციით 65 000 ლარი მიიღო.

საკმაოდ მწირია ფოთის მერის დეკლარაცია. ბექა ვაჭარაძის სახელზე ერთადერთი უძრავი ქონებაა რეგისტირებული. ფოთის მერმა ფოთში, ლოლუას ქუჩაზე, 926 კვადარტულ მეტრიანი მიწის ფართობი 2019 წელს საჩუქრად მიიღო.

ბექა ვაჭარაძე ასევე ფლობს ტოიოტას მარკის მანქანას,რომელიც 2019 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. ბოლო დეკლარაცია ბექა ვაჭარაძემ 2022 წლის აპრილში შეავსო.

მესტიის მერის ბოლო დეკლარაცია 2022 წლის თებერვლით თარიღდება,თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში თითქმის ყველა გრაფა ცარიელია.


ერთადერთი, რაც კაპიტონ ჟორჟოლიანის მეუღლის სახელზეა რეგისტირებულ,ი ტოიოტას მარკის ავტომობილია ,რომელიც ნინო ხატისკაცმა 2021 წელს 16878 დოლარად შეიძინა.

მარტვილის მერის საკუთრებაში ორი მიწის ნაკვეთია, ორივე მარტვილის მუნიციპალიტეტისსოფელი თამაკონში. დეკლარაციის მიხედვით 3030 კვადარტულ მეტრიანი მიწის ნაკვეთის 50% თორნიკე ჯანაშიას მემკვიდრეობით ერგო. მეორე ნაკვეთი კი, რომელიც 7600 კვადრატული მეტრია, 2013 წელს 5000 ლარად შეიძინა.

თორნიკე ჯანაშიას საკუთრებაა TOYOTA მარკის მანქანა,რომელშიც 2017 წელს 92 000ლარი გადაიხადა.მარტვილის მერს „შპს ვუდ პოინტ საქართველოს“ 33% პროცენტი ეკუთვნის,ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 120 000ლარი იყო.

მონაცემები, რომლებიც ტექსტშია მოყვანილი,ოფიციალურ დოკუმენტზე - დეკლარაციაზე დაყრდნობითაა მოძიებული.საჯარო მოხელე ვალდებულია დეკლარაცია წელიწადში მინიმუმ ერთხელ შეავსოს და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტში რედაქტირება შეიტანოს.







Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
„სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“ ეს არის პირველი, პრეცედენტული ტრენინგის თემა ქუთაისში, რომელიც უკრაინელმა ფსიქოლოგებმა - მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასების შესახებ ახალ კვლევაზე დაიწყო მუშაობა.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციისათვის პრიორიტეტული მნიშველობისაა ადგილობრივ დონეზე უწყებათაშორისი კომისიების ფუნქციონირება.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / თებერვალი 2023
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ოჩამჩირეში, ნაღვალოუს პოლიგონზე "სპეციალური ტაქტიკური წვრთნები ჩაატარა", წერს "აფსნიპრესი" უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
04 / თებერვალი 2023
დღეიდან, 4 თებერვლიდან, აფხაზეთში ძალაში შედის ელექტროენერგიის შეზღუდვების ახალი გრაფიკი, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის ძრდით. ინფორმაციას კომპანია
03 / თებერვალი 2023
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი კულტურის სახლის ეზოში მუნიციპალიტეტის მერია ეთნოკულტურული პარკის მოწყობას გეგმავს.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2023 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 12345
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.