ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მისი მოწყობა ბენდელიანის ქუჩაზე, ყოფილი "კომკავშირის პარკის" ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
ახალაბასთუმნის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 50-მდე ადგილობრივმა მშვიდობის ქუჩა დროებით გადაკეტა. როგორც ისინი განმარტავენ, სოფლის გზაზე ინტენსიურად გადაადგილდებიან სატვირთო მანქანები,
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზუგდიდის ტერიტორიაზე არსებული გზების რეაბილიტაციაზე ერთდროულად 3 ტენდერი გამოაცხადა. მათი სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 15 500 000 ლარს შეადგენს.
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავეჯის მაღაზიის გამყიდველს თავში გზიდან ანასხლეტი ქვა მოხვდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქვა მცირე ზომის იყო და მოქალაქემ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო.
ზუგდიდში, სპორტკომპლექსის შენობის მიმდებარედ კრივის დარბაზი მოეწყობა. შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი მერიამ დღეს გამოაცხადა.
ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, ცხოველთა დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ. მერიის მიერ გამოცხადებულ 30 000 ლარიან ტენდერში ქუთაისში რეგისტრირებულმა კომპანია "ვექტრამ"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებითვის სამხრე ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი მერიამ 7 დეკემბერს გამოაცხადა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.