ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, 1 ოქტომბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" მიერ რუხში მულტიფუნქციური სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" გაიხსნება.
„ყოველთვის ვფიქრობდი რომ განათლება არის ის გარდაუვალი აუცილებლობა,რაც გვაძლევს საშუალებას რომ ყველაფერი სწორად დავინახოთ და ბევრი რამ სხვანაირად გავაანალიზოთ“გვითხრა დილის გადაცემის სტუმარმა ილონა ჩუხუამ, რომელიც შეირჩა ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში ერთ-ერთ პროექტში Shuman volunteers”.
"ეს მონატრება, ტკივილი და უდიდესი სიყვარული აფხაზეთის მიმართ, რომელიც თან დამყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში, მინდოდა გადმომეცა სიმღერით", - გვითხრა დილის გადაცემაში ამერიკაში მყოფმა ემიგრანტმა,
"ათინათის" სტუმარია ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა კოტრიკაძე, რომელიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფინალისტი გახდა და ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში, კოლორადოს შტატში გააგრძელებს სწავლას. ელოდა თუ არა ამ წარმატებას, რა მოლოდინი და გეგმები აქვს დიანას, გაიგეთ ჩვენი რუბრიკიდან.
"ათინათის" დილის გადაცემის სტუმრები არიან სარაგბო კლუბ "ზუგდიდის" წევრები ნინო გუგუჩია, მარიამ ბერაძე და ლიკა ხუფენია. ჩვენმა მორაგბე გოგონებმა ბათუმის ქვიშის რაგბის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს, რის შესახებაც დეტალურად ისაუბრეს, ასევე გაგვიზიარეს სამომავლო გეგმები.
"ათინათის" სტუმრები არიან ახალგაზრდული სათათბიროს ჯანსაღი ცხოვრების წესის კომიტეტის თავჯდომარე ილარიონ ფიფია და მოადგილე ლუკა ჭეჟია. რა მიზნით შეიქმნა ახალგაზრდული სათათბირო, რა სახის ღონისძიებებსა და სიახლეებს გეგმავენ მისი წევრები მომავალში - გაიგეთ ჩვენი სტუმრებისგან.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების პირველადი ქულები გამოაქვეყნა. "ათინათის" სტუმრები ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი შეფასების მქონე მოსწავლეებს შორის არიან.
"ათინათის" სტუმარია ქეთა ჯიქია, რომელმაც საერთაშორისო ონლაინ კონკურსზე "Golden Time" გაიმარჯვა და პირველი ადგილის მოიპოვა. რა გზა განვლო წარმატებამდე და სხვა საინტერესო მიღწევებზე ჩვენმა სტუმარმა დილის რუბრიკაში ისაუბრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, სკეიტ-პარკში ბოლო ზარის გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად ბენდმა "LOUDspeakers" გააფორმა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში ვენაში ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დასაწყებად კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავსუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.
დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.