"ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
15:30 / 19.05.2016
„დემოკრატიის ინსტიტუტი “ და ასოციაცია „ათინათი“,
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში.“
პროექტი, დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს
თავად შეარჩიონ ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშავონ მისი
მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ ხელმოწერები და
მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს სხომებში.
პროექტის პრეზენტაციის მიზნით, ასოციაცია
,,ათინათის“ წარმომადგენლები ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის
თავმჯდომარეს, მაიზერ ნანავას და აპარატის უფროსს, ნატალია პაპასკირს
შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობის საქმიანობაში
ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მნიშვნელობასა და პროექტის
ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს.
პროექტის „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ძირითადი მიზანია
აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმართველობების
მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები