ახალი ამბები
სამეგრელოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა - სამხარეო ადმინისტრაცია
1 დეკემბრიდან, "მწვანე პასპორტის" შემოღების შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"მასობრივი იმუნიზაციის ცენტრებში აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის, პენსიონერთა 200 ლარიანი ფინანსური წახალისების ინიციატივის შემდეგ, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტი მოქმედებს, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხორციელდება. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით ემსახურება, რომლის გრაფიკიც სოფლის მოსახლეობისთვის წინასწარ ხდება ცნობილი.

ცენტრში კოვიდ აცრებთან ერთად გრიპის ვაქცინით იმუნიზაციაც არის შესაძლებელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.