ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე, მახირ დარზიევი და ალი მამედოვი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. საქართველოს დელეგაციას აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი დახვდნენ. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, როგორც პირისპირ , ისე გაფართოებულ ფორმატში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.