ახალი ამბები
მარტოხელა მშობლის სამართლებრივი სტატუსი შესაძლოა კანონმდებლობით განისაზღვროს
მარტოხელა მშობლებს შესაძლოა სამართლებრივი სტატუსი მიეცეთ და დეფინიცია "მარტოხელა მშობელი" კანონით განისაზღვროს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომელიც აღნიშნულ კანონში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით ახალი ნორმების შემოტანას ითვალისწინებს. პროექტი მომზადებულია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" მიერ. კანონპროექტის მიხედვით,მარტოხელა მშობლად მიიჩნევა მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.ხოლო მარტოხელა მამას მიეკუთვნება პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების პირობებს. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) 18 წლის ასაკის მიღწევა,აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას გამორიცხავს. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობელს მიკუთვნებული პირების სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესი იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ჯანდაცვის კომიტეტი ხვალ იმსჯელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.