რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ–ს მიერ სირიის ოპოზიციური კოალიციის ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარება ეწინააღმდეგება ჟენევის შეთანხმებებს და დასძენს, რომ ვაშინგტონმა გათვლა კოალიციის შეიარაღებულ გამარჯვებაზე გააკეთა.
ლავროვის სიტვებით, ჟენევის კომიუნიკე ითვალისწინებს „საერთო სირიული დიალოგის დასაწყისს, იმ წარმომადგნლებს შორის, რომელსაც დანიშნავს ხელისუფლება ერთის მხრივ და ოპოზიცია–მეორეს მხირვ".
სამშაბათს აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სირიის ოპოზიცია სირიელი ხალხის „ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად“აღიარა .
სირიის ოპოზიციური ძალების კოალიცია ასევე სცნეს ევროკავშირმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთმა და რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ.
მასალის გამოყენების პირობები