ახალი ამბები
პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს
პარლამენტის საშემოდგომო სესია 19 დეკემბერს დაიხურა. ამის მიუხედავად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობის დასრულების მიზნით, კანონმდებლებმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების მოწვევის თხოვნით მიმართეს. პარლამენტი მუშაობას "ნარჩენების მართვის კოდექსზე" დაასრულებს. გარდა ამისა, მსჯელობის საგანი იქნება საარსებო მინიმუმის შეჩერებასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები და სარეკლამო დროის ლიმიტირების თაობაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები. რიგგარეშე სხდომების ფორმატში სავარაუდოდ განხილვის საგანი საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი იქნება, რაზეც შესაბამისი წინადადებით პარლამენტს "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მიმართეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს გადაწყვეტილებების მიღება პერსონალურ საკითხებზეც მოუწევთ. კენჭისყრაზე დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მერაბ ტურავას დამტკიცების საკითხი. პარლამენტი კენჭს ასევე ცესკოს ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატებს უყრის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.