ახალი ამბები
ნატოს გენმდივანი ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდონ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება იცვლება და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა გუშინ ბერლინში, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ხარჯები განსაკუთრებით უნდა გაზარდოს ბერლინმა. სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ გერმანია იკავებს წამყვან პოზიციას ევროპაში, არის ლიდერი ეკონომიკასა და სხვა სფეროებში. "ჩვენ ასევე, ველოდებით, როდის გახდება გერმანია ლიდერი თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მხრივ", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. ალიანსის ლიდერმა მიუთითა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო ხარჯები 20 პროცენტით შეამცირა მაშინ, როდესაც რუსეთმა ეს ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. "დადგა ცვლილებების დრო", - განაცხადა დღეს სტოლტენბერგმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.