ახალი ამბები
რაზე ისაუბრეს სააკაშვილმა და ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ოდესაში

ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ოდესაში, გუბერნიის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.


ექს-პრეზიდენტთან შეხვედრას ზუგდიდიდან პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა დამენია და რეგიონული კოორდინატორი თენგიზ გუნავა ესწრებოდა. რაც შეეხება, კიდევ ერთ მონაწილეს, ზუგდიდის ყოფილ გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, დამენიას თქმით, ის ოდესაში პირად საკითხზე იმყოფებოდა და შეხვედრის მხოლოდ არაოფიციალურ ნაწილს დაესწრო.

დამენიას თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო გეგმებზე და პარტიის პრიორიტეტებზე იყო საუბარი.

"ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა ჩავატაროთ წინასაარჩევნო კამპანია და რა მიმართულებით. ვიმსჯელეთ ჩვენს საარჩევნო კანდიდატებზეც. ყურადღება ასევე გავამახვილეთ იმ შეცდომებზე, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას დავუშვით. მინდა გითხრათ რომ, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ასე ვთქვათ, იქნება ერთი დიდი შერიგება, რადგან ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ ძალადობა და აგრესია", - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბარში დამენიამ.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანდიდატებთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარებს და მათი ვინაობა უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.