ახალი ამბები
მაღაზია "იალჩინის" თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრში მდებარე მარკეტ "იალჩინის" 20-ზე მეტი თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს ითხოვს. მათი თქმით, მაღაზია იხურება და მეპატრონეს საქონელი აღწერის გარეშე გააქვს, ამის შესახებ კი თანამშრომლებმა დღეს დილით გაიგეს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხელფასი დროულად არ დაერიცხებათ, მაღაზიის მფლობელს საქონელს არ გაატანენ.

"დღეს გავიგეთ, რომ მაღაზია იხურებოდა და საქონელი გააქვთ. არც აღწერას ატარებენ და არც ხელფასს გვირიცხავენ. გვითხრეს, 15 რიცხვში არის ხელფასის დარიცხვაო, მაგრამ ამის არ მჯერა, იმიტომ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა. დღეს ხურავენ მარკეტს და დღესვე მოგვცენ ფული. თუ ახლავე არ დაგვარიცხეს, მერე არც გვაქვს იმედი", - ამბობენ ისინი.

ადგილზე იმყოფება საია-ს იურისტი ჯემალ ჭკადუაც. მისი თქმით, "იალჩინის" თანამშრომლების მოთხოვნა სამართლიანია და ამის შესახებ ინფორმაცია მან მაღაზიის ადმინისტარციასაც მიაწოდა.

"ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მაღაზიის კონსულტანტებს ყოველი თვის 15 რიცხვში ერიცხებათ ხელფასი და სწორედ ამ დროს მიიღებენ ისინი კუთვნილ თანხას, თუმცა მე მათ განვუმარტე, რომ თანამშრომლებს იმ დღესვე უნდა აუნაზღაურდეს გაწეული შრომა, რა დროსაც დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის წყდება შრომითი ხელშეკრულება", - თქვა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში მაღაზია "იალჩინი" 2016 წელს გაიხსნა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.