ახალი ამბები
სოხუმი: უშიშროების სამსახური კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას ადასტურებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახური გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ "2019 წლის 10 მარტს აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა ტერიტორიაზე რუსმა და აფხაზმა მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია.

პროცესუალური დოკუმენტების შესადგენად მოქალაქე აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამმართველოში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ის მარტო დარჩა ოთხში, მან თვითმკვლელობა ჩაიდინა, თავი ჩამოიხრჩო. სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. საქმის გამოძიებას რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ. 

ამ დროისათვის კვარაცხელიას ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი წყდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

კვარაცხელიას ნათესავი: თვითმკვლელობის ვერსია არის ტყუილი


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტისა“, „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2025
ახალგაზრდების გაძლიერებაზე, მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის გაუმჯობესებაზე, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უკეთესი განათლების პირობების და შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული პროგრამები, რომლებსაც ევროკავშირის და ევროპის სხვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ახორციელებს; რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ ეს პროგრამები არ გაჩერდეს და ხელი შეუწყოს ლიდერთა ახალი თაობის ჩამოყალიბებას, - ჩვენს კითხვებს პასუხობს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, შაკო ჩხეიძე.
19 / მარტი 2025
„მე-16 ელემენტისა“, „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
19 / მარტი 2025
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.