ახალი ამბები
აფხაზურ ენას გალის სკოლებში რუსულად ასწავლიან
გალის რაიონის სკოლებში სექტემბრიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. „გალ ტვ“ - ს ინფორმაციით, მანამდე, ეს პროცესი აფხაზური ენის მასწავლებლების ნაკლებობის გამო ფერხდებოდა. ახლა, კი პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია. მათივე ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გალის რაიონის სკოლებში ახალგაზრდა სპეციალისტები მიავლინა.

პირველი და მეორე ოტობაიას, ასევე ფიჩორის სკოლები, იმ სასწავლო დაწესებულებების რიცხვშია, სადაც აფხაზური ენა ისწავლება. საგნის სწავლება მეორე კლასიდან იწყება და გაკვეთილი რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

სოფელ პირველი ოტობაიას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის ლარისა ხუფენიას თქმით, აფხაზური სახელმწიფო ენაა და გალში მცხოვრები ბავშვები მას უნდა ფლობდნენ. 

ფიჩორის სკოლის აფხაზური ენის მასწავლებელმა ანრი პაპავამ აღნიშნა, რომ ის სკოლის ისტორიაში აფხაზური ენის პირველი მასწავლებელია. მისი თქმით, მთავარ პრობლემას ენის ბარიერი წარმოადგენს და ეს საკითხი მწვავედ დგას. პედაგოგი თვლის, რომ აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებმა აფხაზური ენა უნდა იცოდნენ.

2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა დიმიტრი გვარამიამ განაცხადა, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სკოლები თანდათან რუსულენოვან სწავლებაზე გადავლენ. ამ მიზნით, აღნიშნული სკოლის პედაგოგებმა რუსული ენის კურსებიც გაიარეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.