ახალი ამბები
CHCA: რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი 100-მდე ბენეფიციარს მოემსახურება (ფოტო/ვიდეო)
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრს "ჩემი მორდუ" დაახლოებით 6 თვეში ააშენებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ უკვე მოაწერეს.

ნუკრი მილორავას ინფორმაციით, ეს იქნება სივრცე, სადაც მზრუნველობის გარეშე დარჩენილი მოხუცები და ბავშვები, ჯამში 100 ბენეფიციარი, სხვადასხვა სახის მომსახურებას მიიღებს.  

„პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება 3 სოციალური ინსტიტუციის შექმნა - 24-საათიანი მზრუნველობის გაწევა მიუსაფარი ხანდაზმულებისთვის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის, ასევე შშმ პირთა დღის ცენტრის დაფუძნება.  მულტიფუნქციური სერვისცენტრის პროექტის განხორციელებით ჩვენ მივიღებთ რეაბილიტირებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობას, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა ნუკრი მილორავამ.

მისივე თქმით, მულტიფუნქციური სერვისცენტრი ფუნქციონირებას საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანიტარული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის სრული დაცვით დაიწყებს. მის განხორციელებაში კი ჩართულები იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები.

“რუხში არსებული შენობა, საინვესტიციო ვალდებულებით, აღნაგობის უფლებით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთს“ გადაეცა, სადაც ისინი ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. აქ დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ რაც რუხის ცენტრში​ ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება, მოხდება შენობის სრული აღჭურვა“, - თქვა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

პროექტის მესვეურების განცხადებით ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში განხორციელდება და სერვისებით სარგებლობას აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ.

ადგილზე დაახლოებით 25 ადამიანი დასაქმდება, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე ცენტრი „აფხაზეთი“ შეარჩევს. ისინი შესაბამის სტაჟირებას გაივლიან. ასევე, სამუშაო პროცესს და სერვისების სტანდარტებს გაეცნობიან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალისტებიც. პროექტის ავტორების განმარტებით, აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის ფაზაში შესაძლებელი იქნება პროექტის რე-აპლიკაცია გალსა და ოჩამჩირეში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.