ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 279 ნიმუშიდან 68-ზე დადებითი პასუხია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 39 შემთხვევა ზუგდიდში დადასტურდა, 7 ფოთში, 5 ხობში, 7 ჩხოროწყუში, 4 სენაკში, 4 წალენჯიხაში, 1 კი მარტვილში. გარდა ამისა, Covid-19 დაუდგინდა საკარანტინო სივრცეში მყოფ პირს, რომელიც თბილისის მკვიდრია. 

"39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 29 კი ცხელებით და სხვადასხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან. 7 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 7 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 სენაკში, ასევე 4 შემთხვევაა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია. 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანტინო სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია და კოვიდი დაუდასტურდა", - აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

დღეისთვის რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 114 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. მათ შორის 6 რუხის, ერთი კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. 

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში 232 ადამიანი იმყოფება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.