
დამთვალიერებლებს გალერეის დარბაზში იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების და ახალგაზრდა გოგონების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ.
ამასთან, ზუგდიდის სამუსიკო სკოლისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "ჩვენ გვენატრება აფხაზეთი".
ორგანიზატორების განმარტებით, გამოფენა-გაყიდვის მიზანია ადგილობრივი ქალების გაძლიერება და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაცია.
ღონისძიება მხარდაჭერილი იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ. სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები