ახალი ამბები
რატომ ისმის აფეთქებების ხმა მესტიაში - ადგილობრივების პროტესტი და მერიის პასუხი
უკვე რამდენიმე დღეა, მესტიაში ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური ესმით. გარდა ამისა, მათივე მტკიცებით, ბიძგები იმდენად მძლავრია, რომ საცხოვრებელი სახლების ფანჯრებს აზანზარებს. სოციალურ ქსელში მესტიაში მცხოვრები მომხმარებლები წერენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ჰაწვალის ტყეში, საიდანაც ისმის აფეთქებების ხმა.


“კვლავ ინფორმაციის სრულ ვაკუუმში, მესტიის მოსახლეობა! მეხუთე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს, ჰაწუალ-ჰეშკილის ტყიან ტერიტორიაზე აფეთქებები. მხოლოდ საშინელი ხმა, მტვერი თუ ბოლი გვამცნობს რაიმე "სიახლის" მოლოდინს. ისედაც დაპანიკებული მოსახლეობა, არაერთი ბუნებაზე ამგვარი ჩარევის შედეგების შემყურე, ჭორის დონეზე ვაწვდით ერთმანეთს ინფირმაციას, სავარაუდოდ, რა შეიძლება ხდებოდეს და რისთვის ხელყოფენ მარადმწვანე წიწვოვან თუ ფოთლოვან მდიდარ ტყეს. კატეგორიულად ვითხოვთ, ოფიციალური სამსახურებისგან სრულად ინფორმირდეს მესტიის მოსახლეობა, დაწყებულ პროექტთან დაკავშირებით! წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსდება უწყვეტი აქციები მერიის წინ!“, - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ლელა ჩართოლანი.

პროტესტის პასუხად მესტიიის მერიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაოები „მულხურა ჰესის“ მშენებლობას უკავშირდება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საჯაროდ ცნობილია დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგი ანგარიში და მოსახლეობა საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ. ლინკი ). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ლინკი ). ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. (იხ. ბმული - http://ei.gov.ge/ ).

ჩვენი მოწოდებაა ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს საჯარო განხილვების პროცესში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჰესის მშენებლობას მდინარე მულხურაზე შპს „აი ჯი ენერჯი“ გეგმავს. შპს "გამა კონსალტინგის" მიერ  მომზადებულ შესაბამის სკოპინგის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ჰესის შემადგენლობაში იქნება სათავე ნაგებობა, რომლის შემადგენლობაში შევა დაბალზღურბლიანი დამბა, გვერდითი ტიპის წყალმიმღები, სალექარი და თევზსავალი; სადაწნეო გვირაბი; ძალური კვანძი.

„შპს „აი ჯი ენერჯი“ უზრუნველყოფს ჰესის მშენებელობის და ექსპლუატაციის ფაზებზე მოსალოდნელი რისკების სათანადო მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, გაატარებს შესაბამის შემარბილებელ და საკომპენსაციო ღონისძიებებს და დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნული ღონისძიებების შესრულებაზე. ასეთ პირობებში შესაძლებელი იქნება გარემოზე მოსალოდნელი ნეგატიური ზემოქმედებების მასშტაბების და გავრცელების არეალის მინიმუმამდე დაყვანა, რაც თავის მხრივ გაზრდის მოსალოდნელი დადებითი შედეგების ეფექტიანობას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი შეგვიძლია მივიჩნიოთ ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი პოლიტიკის ჰარმონიულ ნაწილად, რომელსაც შეუძლია ქვეყანას მოუტანოს მაღალი ეკონომიკური სარგებელი, გარდა ამისა პროექტს გააჩნია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პოტენციალი, რაც არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დადებითად უნდა შეფასდეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავლებს მიიღებს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი (ქონების გადასახადი და მიწის გადასახადი) ბიუჯეტი“, - აღნიშნულია ანგარშში.

მესტიელების ნაწილი მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აქციებს აანონსებს.


ფოტო: სკოპინგის ანგარიშიდან




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.