ახალი ამბები
მამა ილარიონი ხელისუფლებას: არ დაღვაროთ ახალგაზრდების სისხლი, გაიწვიეთ კანონი
დეკანოზი ილარიონ შენგელია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, კანონი გაიწვიონ. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელისუფლება ხალხზე ძალადობს.

,,საკუთარ ხალხზე ძალადობის გამო ჩვენმა ხალხმა გადაირჩია წინა ხელისუფლება, სამწუხაროდ დღესაც ისეთივე სისასტიკით ძალადობს დღევანდელი ხელისუფლება ჩვენს შვილებზე. დროზე მოდით გონს,არ დაღვაროთ ახალგაზდრების სისხლი,გაიწვიეთ ეს კანონი!'',- წერს საკუთარ ფეისბუქზე მამა ილარიონ შენგელია.

თბილისში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ზუგდიდში, წუხელ მერიის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, პროტესტის გამოსახატავად. აქციის დაწყებისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტია “ახალის” და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.

30 აპრილს თბილისში, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, „აგენტების“ კანონს მანიფესტანტები თბილისის სხვადასხვა წერტილში აპროტესტებდნენ.

ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა, არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილეებს. ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების, მათ შორის, ზუგდიდელი აქტივისტის როსტომ ზარანდიას დაკავების შესახებ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციამ, სავარაუდოდ, დააკავა

თბილისში მიმდინარე აქციაზე ზუგდიდელი აქტივისტი როსტო ზარანდია დააკავეს

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს - ადვოკატი

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.
21 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესვენება გამოცხადდა სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე.
21 / მაისი 2024
გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში „საქონლის რეალიზაციის მცდელობისას“ ადგილობრივი მცხოვრებისგან, 323 ცალი ერთეული საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.