ახალი ამბები
ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს
სოფელ ნაკრაში ორ მაისს მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. ის დღეს დილით, გამთენიისას ნაკრაში მდებარე პატარა ჰესთან აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი უკვე გადასვენებულია საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

მანამდე, აღდგომის დღეს, საკუთარმა ბიძამ იპოვა მე-12 კლასელი ეკა ვიბლიანის ცხედარი შემთხვევის ადგილთან ახლოს. ახლა ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის საპოვნელად.

მეექვსე დღეა მაშველები და ადგილობრივები უწყვეტად მუშაობენ სოფელ ნაკრაში, მდინარე ნაკრასა და მის ხეობაში, ასევე ათვალიერებენ მდინარე ენგურსაც.

შემთხვევა ორ მაისს, ხუთშაბათს, საღამოს საათებში მაშინ მოხდა, როდესაც "პაჯეროს" მარკის ავტომობილით სამი არასრულწლოვანი ჭუბერიდან, ადგილობრივი მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდა. ამინდის ცვლილების გამო, სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, ხევში გადაიჩეხა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.



ამავე თემაზე:

სვანეთში მდინარეში გადავარდნილი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

მდინარე ენგურში ავტომობილი გადავარდა - ეძებენ სკოლის სამ მოსწავლეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.