ახალი ამბები
გალის სკოლას „როსსოტრუდნიჩესტვო“ სასწავლო - მეთოდურ ლიტერატურით მოამარაგებს
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვლადისლავ კულიკოვი გალის მე-2 სკოლის დირექტორს ახრა კვეკვესკირს და გალის რაიონის „რეგიონული საგანმანათლებლო განყოფილების“ წარმომადგენელს უფროსის პაატა გამახარია შეხვდა, წერს „გალმედია“.

ამავე ცნობით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ „რუსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონტაქტების დამყარებაზე“, გარდა ამისა, გადაწყდა, რომ გალის მე-2 სკოლას რუსული სასწავლო - მეთოდური ლიტერატურით მოამარაგებს. 

მანამდე „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელმა გალის ჰუმანიტარულ კოლეჯს გადასცა საჩუქრად რუსული წიგნები.

მიმდინარე წლის ივნისში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გალში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული კლუბის გაიხსნის შესახებ განაცხადა.

უფრო ადრე, 2023 წლის ივლისში გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა. 

გალის რეგიონში რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე მიმდინარე წლის ივნისში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერდა.

ინფორმაციისთვის, “როსსოტრუდნიჩესტვო“ (რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის) წარმომადგენლობა სოხუმში 2009 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი ამოცანაა „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების განვითარება, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა".




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.