"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, პარტიის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი თოდუასთან ერთად,
ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. პარტიის წევრები მოსახლეობას
კომბინატის დასახლებაში და #11-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეხვდნენ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოსახლებას ის სამომავლო გეგმები გააცნო,
რომელსაც პარტია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში
განახორციელებს. ხიდაშელის განცხადებით, ისინი რეგიონული განვითარების
სააგენტოების ჩამოყალიბებას აპირებენ, რომლებიც მოსახლეობის
საჭიროებებზე იქნება მორგებული.
თავის მხრივ, ამომრჩევლებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და
განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობაზე გაამახვილეს.
"მოსახლეობასთან შეხვედრებიდან მოდის საოცარი სითბო და ენერგია. თუმცა
არის პრობლემები, რომელსაც ჩვენ მოვაგვარებთ. განვახორციელებთ
პროგრამას, რომელიც უმუშევრობის აღმოფხვრაზე, დევნილების გრძელვადიანი
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, საპენსიო სისტემების
გაუმჯობესებაზე იქნება მორგებული", - განაცხადა გიორგი თოდუამ.
ცნობისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოდუაა. ის ამჟამად ზუგდიდის
საკრებულოში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები