რეგიონი
გიზო სართანია "პატრიოტთა ალიანსში" გადავიდა
ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ პარტია "ქართული ოცნება" დატოვა. მისი განცხადებით, მმართველი პარტია ხალხს ატყუებს და აქედან გამომდინარე, მას ამ პარტიაში დარჩენა არ სურს. სართანია აცხადებს, რომ ის დაკავებულ თანამდებობასაც უახლოეს დღეებში დატოვებს.

"დიდი ხანია აღმოვაჩინე, რომ მმართველი პარტია ხალხს ატყუებს და ჩემი რამდენიმე საჯარო გამოსვლა ამაზე მიუთითებს. არჩევნების წინ დახმარებას ყველას ჰპირდებიან, მაგრამ მეორე არჩევნებამდე ეს ხალხი ყველას ავიწყდება. ძალიან ბევრი საკითხია, რომლის მოგვარება შეუძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ", - უთხრა რადიო "ათინათს" სართანიამ.

მისი განცხადებით, ის პარტია "პატრიოტთა ალიანსში" გადადის და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებზე სწორედ ამ პარტიიდან იყრის კენჭს.

"ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ", - აცხადებს სართანია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა, რაც შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
18 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.