საზოგადოება
სოზარ სუბარი - "ნაციონალური მოძრაობა" ბოდავს
დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ფართების გადაცემის საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმულ კითხვის ნიშნებს "ბოდვას" უწოდებს. სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული პროცესი მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობა" ბოდავს. კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა გაიცეს დევნილებზე სახლები, სწორედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩემმა წინამორბედმა დავით დარახველიძემ შემოიღო. მანამდე ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რას გადაწყვეტდა მინისტრი და კარგად გახსოვთ, როგორ ხდებოდა თბილისში ადამიანების ქუჩაში გამოყრა, სხვაგან გადასახლება. დღეს მსგავსი რამ აღარ მეორდება. თუ კრიტერიუმები აინტერესებთ, შეუძლიათ ნახონ ვებ-გვერდზე. ძალიან მკაფიო კრიტერიუმებია. თუ აქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ ვიღაცამ არასწორად შეავსო საბუთი, გადავამოწმებთ", - აღნიშნა სუბარმა. მინისტრის თქმით, დევნილების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადამოწმება "მილიონჯერ ხდება". "ფართების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების დაცვით. ამ პროცესში ყოველთვის მონაწილეობს სახალხო დამცველის, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და ძალიან ბევრი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ სათათბირო ხმის უფლება. შეუძლებელია, იქ რამე არასწორად მოხდეს. არასწორად რაღაც ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები წარმოადგენენ გაყალბებულ საბუთებს, მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ მილიონჯერ თითოეულ საბუთს. ამის მიუხედავად, ზოგიერთი შეიძლება მაინც გაგვეპაროს. თუ ასეთ ინფორმაციას მოგვაწვდიან, მადლობელი ვიქნებით", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. ყარო:ipn
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.