ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის ემზადებიან (ვიდეო/ფოტო)


„რამდენიმე ახალი სცენა შევქმენით, განსაკუთრებული არქიტექტურით, რომელიც შესაბამისობაშია ამ რეგიონთან. ვეცადეთ მხოლოდ ნატურალური მასალა გამოგვეყენებინა - ბამბუკი, ჩალა, პალმის ფოთლები და ქერქი, ასევე რკინა, რომელიც არის ამ ტერიტორიაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევიძინოთ არაფერი ახალი და გამოვიყენოთ ადგილზე უკვე არსებული მასალა“ - ამბობს არქიტექტორი მარია ფრიქფაბრიკი.

,,წელს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ ფესტივალის დამსვენებელს, გვექნება რამდენიმე ახალი სცენა. ერთი სთეიჯი რომელიც ახალია, არის ჩემს ზურგს უკან - OCTAGON STAGE. წელს, ეს ტექ ჰაუსისა და მელოდიური ტექნიკის სცენაა’’, - აღნიშნა ფესტივალის F&B მენეჯერმა ჯაბა კიკვიძემ.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ღონისძიებას CHECK-IN-GEORGIA წარმოადგენს.

წელს ფესტივალი კამპანია #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ში ჩაერთო, რადგან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ECHOWAVES-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საქართველოსთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, სწორედ ტურისტების მოზიდვაა. შარშან ფესტივალს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ორგანიზატორების წელსაც არანაკლებ რაოდენობას ელოდებიან.
ფესტივალის ჩასატარებლად წელს 2 მილიონ 559 600 ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები