ზუგდიდში ვალუტით მოვაჭრე ქალს თავს დაესხნენ (ვიდეო)
ზუგდიდში,ვალუტით მოვაჭრე გული მალაზონიას 16 მარტს, დაახლოებით 18:00 საათისთვის თავს დაესხნენ. მძარცველები წინ გადაუდგნენ სახლში მიმავალ მის ავტომანქანას, ჩაამსხვრიეს შუშები და სახეზე დაუდგენელი სითხე შეასხეს. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და მიმალვისას ერთ-ერთს ზუგდიდში, ცხაკაიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდეს. გული მალაზონიას თანხა თან არ ჰქონდა. ქალბატონი თავიდან სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც არასტაბილური საციცოცხლო პარამეტრების გამო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოათავსეს. რაც შეეხება სხვა დეტალებს ამ დროისთვის უცნობია.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით,რაც ძარცვას გულისხმობს.
ამ დროისთვის დაზარალებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.მორიგე ექიმის, თეა კვარაცხელიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამ დროისთვის დაზარალებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.მორიგე ექიმის, თეა კვარაცხელიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.










მასალის გამოყენების პირობები