რუბრიკები
Windows 10 ზაფხულში გამოვა
კორპორაცია Microsoft-ის განცხადებით, ახალი ოპერაციული სისტემა Windows 10 ზაფხულში გამოვა. ბრიტანული გამოცემა ”ინდეპენდენტის” ინფორმაციით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ტერი მეიერსონს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ Windows 10 მსოფლიოს 190 ქვეყანაში და 111 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ”Windows 10 კიდევ უფრო პერსონალიზირებული კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობების ახალი ერის დასაწყისი იქნება. ჩვენ საკუთარ თავს მიზნად დავუსახეთ, რომ იმ ნახევარ მილიარდ ადამიანს, რომელიც უკვე არის Windows-ის მომხმარებელი, უფრო მეტად შეუყვარდეს Windows 10, ხოლო დანარჩენი რამდენიმე მილიარდი ადამიანი ჩვენი მომხმარებელი გახდეს”, - აღნიშნა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელერმა. პირველი წლის განმავლობაში ახალი ოპერაციული სისტემა ხელმისაწვდომი იქნება Windows 7-ის, Windows 8.1-ისა და Windows Phone 8.1-სთვის. Windows 10-ს რამდენიმე ინოვაციური ფუნქცია და სრულიად შეცვლილი აპლიკაციები ექნება. ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში შევა Cortana - ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი. Windows 10-ს ასევე ექნება ახალი ბრაუზერი. კომპანიამ უარი თქვა 90-იან წლებში შემუშავებულ Internet Explorer-ზე და სპეციალურად ახალი სისტემისთვის შექმნა ახალი ბრაუზერი Spartan. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება Windows-ში „Start მენიუს“ დაბრუნება იქნება, რომელიც Windows 8-ში აღარ იყო და ამის გამო ბევრი მომხმარებელი განაწყენდა. Microsoft-მა ახალი ოპერაციული სისტემა გასული წლის სექტემბერში წარადგინა, მისი ოფიციალური პრეზენტაცია კი იანვარში გამართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.