კორონავირუსი
სამეგრელოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 283 ნიმუში გამოიკვლეს. მათგან 14-ზე დადებითი პასუხია. აქედან 7 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 3 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 4 -ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს დაინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 1 შემთხევვაა ხობში, რომელიც ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 3 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ შემთხევევბს, მათგან 1 ცხელებით რუხის კლინიკაში იმყოფებოდა, ხოლო 2 კი საკარანტინე სივრცეში. 1 შემთხვევა დაფიქსირდა სენაკში, პაციენტი ცხელებით იმყოფებოდა არქიმედეს კლინიკაში.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 221 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 72 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 29 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი, მათგან 2 ზუგდიდის, 2 კი ოჩამჩირეს მაცხოვრებელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 106 ადამიანი იმყოფება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მერე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.