სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა
11:01 / 30.03.2021
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 30 751 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 673 ახალი შემთხვევა. აქედან, 71 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 145-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 298 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 899-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 447 აქტიური შემთხვევიდან 1 624 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები