პარტია "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, "იარაღის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ცესკოს წევრებსაც ექნებათ.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 19 ადამიანი დაიკარგა. მათ შორის ორი არასრულწლოვანი იყო.
დღეს, 27 იანვარს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ე.წ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის პარტია "დროას" ადგილობრივი წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააჯარიმა. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000
წალენჯიხის ადმინისტრაციული ერთეულის, ფახულანის რწმუნებულის ყოფილმა მოადგილემ გოგი გოგოხიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ "წალენჯიხაში კოალიციური მმართველობა დასრულებულია".
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია, მის ბალანსზე რიცხული ექვსი ავტომობილის შეკეთებისთვის 36 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადებულია.
სოხუმში აცხადებენ, რომ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
ზუგდიდში, პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციების 58-ე დღეს, მოქალაქეებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა სინდისის პატიმრებს" გამართეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.