ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო.
"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სოხუმის აეროპორტს რუსი ინვესტორი ეყოლება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირეს მხარი, წერს „აფსნიპრესი“.
ზუგდიდში, დადიანების სასახლისა და ე.წ. ფრანგული პარკის მიმდებარედ მოწყობილი ერთადერთი საბავშვო სივრცე, სადაც სულ რამდენიმე ატრაქციონი მუშაობდა, უკვე რამდენიმე დღეა, აღარ ფუნქციონირებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ამჟამინდელ ერთ-ერთ ლიდერს ზაზა გოროზიას, რომელიც, თავის მხრივ, შიდა პარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერდა მხარს, პარტიის წინააღმდეგ გარიგებაში ადაანაშაულებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდაუთის რაიონის "აქტივთან" გასვლითი თათბირი გამართა, რომელზეც ეკონომიკური საქმიანობის საკითხები განიხილეს, წერს "აფსნიპრესი".
საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა, 6 თვეში, ნავთობის დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.