სოხუმში, არძინბას ქუჩაზე, წუხელ ცეცხლი გაუხსენს კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ყოფილი დირექტორის ასლან ბასარიას ავტომობილს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტია "აიდგილარამ" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას "პარლამენტიდან" ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების გაწვევისკენ მოუწოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კოლხურ სამაროვანზე (ე. წ. ,,ცაიშის სამაროვანი“) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს (ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი რ. პაპუაშვილი).
ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში სეტის მოედნისა და მიმდებარე არეალის, ასევე, სეტის სკვერის რეაბილიტაცია და მესტიის აეროპორტის მიმდებარედ სგიიშში სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება.
საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა დადასტურდა, გარდა ამისა, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ვირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემათ და დაუკანონდებათ საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.
ზუგდიდში 12 აგვისტოს ველორბოლა გაიმართება. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია ონლაინ მარათონის დღის ჩათვლით უნდა გაიარონ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.